საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალაში შესვლა 27.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით   ____________________________     თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №11/45
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2015
matsne.gov.ge 1,635 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
27.02.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.12.2022 „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 06.02.2025 საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 13.09.2022 შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 15.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი, 1998 წლის 1 ივლისს თბილისში ხელმოწერილი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-18 მუხლის თანახმად, მხედველობაში იღებენ რა საერთო ნებას, განავითარონ და გააფართოონ თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, შეთანხმდენენ შემდეგზე: თავი I - კულტურა და ხელოვნება მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას და ხელოვანებისა და ექსპერტების გაცვლას, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ეთნოლოგიის, ისტორიის, სამუზეუმო, სამუზეუმო განათლების და არქიტექტურის სფეროში. მუხლი 2🔗 მხარეები გაცვლიან თავიანთი ქვეყნების მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობის გამოფენებს, ამ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება ცალკე დოკუმენტის მეშვეობით. მუხლი 3🔗 მხარეეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას კომპეტენტურ ინსტიტუტებს შორის ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერით და სპეციალიზებული დახმარების შეთავაზებით  ისტორიული ძეგლების, არქიტექტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის საკანონმდებლო, კვლევის, დაცვის, რესტავრაციის და შენახვის სფეროში. მუხლი 4🔗 მხარეეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში რეგისტრირებულ ძეგლთა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურის ძეგლების დაცვის სფეროში. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის სფეროში: a) ინფორმაციისა და აუდიო-ვიზუალური მასალის გაცვლით კინოს არქივებს შორის; b) ექპერტთა გაცვლით; c) ფესტივალებში მონაწილეობით; d) ქართული და რუმინული კინოს კვირეულების ორგანიზებით, ნაცვალგების საფუძველზე. მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას მუსიკისა და ცეკვის სფეროში: a) თავიანთ ქვეყნებში გამართული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალებისა და კონკურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლით; b) კულტურის სფეროს აგენტების მიერ გამართული ღონისძიებების ხელშეწყობით; c) თავიანთ ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორიცაა მუსიკა, ბალეტი და ცეკვა მოსაწვევებისა და ინფორმაციის გაცვლით; d) ტრადიციული ხელთნაკეთობების შესახებ ინფორმაციის გაცვლით და ორივე  ქვეყნის ხელოსნების გაცვლის ორგანიზებით. მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული კულტურული პროგრამის ფარგლებში. მუხლი 8🔗 მხარეები მხარს დაუჭერენ მუზეუმების და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობისა და გაცვლის პროექტებს: a) კონტაქტების ხელშეწყობით სხვადასხვა მუზეუმებს შორის  და  გამოფენების ორგანიზებით, ნაცვალგების საფუძველზე; b) არქეოლოგიური გათხრებისთვის ერთობლივი ექსპედიციის ორგანიზების მხარდაჭერით; c) არქეოლოგიურ საიტებზე სარესტავრაციო და დაცვითი საქმიანობების წარმოებით; d)  ექპერტების გაცვლით სამუზეუმო და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში; e) მუზეუმების  მენეჯმენტის სფეროში ექპერტების და სპეციალიზებული ლიტერატურის გაცვლით და აგრეთვე არქეოლოგიური, დაცვითი და აღდგენითი საქმიანობებით. მუხლი 9🔗 მხარეეები ხელს შეუწყობენ პროფესიულ ასოციაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას და მხარს დაუჭერენ თანამედროვე ხელოვნების და არქიტექტურული ნიმუშების გამოფენების გაცვლას. მუხლი 10🔗 მხარეეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებას ორივე ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის, ექპერტების, საინფორმაციო მასალების და ლიტერატურის გაცვლის გზით. მუხლი 11🔗 მხარეები ითანამშრომლებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის,  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის  საბჭოს  კულტურული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში. მუხლი 12🔗 თეატრისა და კინემატოგრაფის, მუსიკისა და ცეკვის, საგამომცემლო, სამუზეუმო, უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ძეგლების, არქიტექტურისა და არქეოლოგიის სფეროებში ექსპერტებისა და ხელოვანების გაცვლის ყველა დეტალი, ფინანსურის ჩათვლით,   თანხმდება დიპლომატიური ან სხვა არხების მეშვეობით. თავი II - განათლება და მეცნიერება მუხლი 13🔗 მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის განვითარებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში, კერძოდ, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, აგრეთვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (ინოვაციების) სხვადასხვა დარგებში შემდეგი საშუალებებით: a) ორივე ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებით; b) მკვლევარებისა და სტუდენტების, უმაღლესი საგანმანათლებლო  ინსტიტუტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის  გაცვლის ხელშეწყობით; c) უმაღლეს საგანმანათლებლო  ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიზნით; d) საერთო ინტერესის საგნებში ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩატარებით; e) განათლების ყველა საფეხურზე ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილებისა და სასწავლო მასალების გაცვლისა და განათლების  სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საკითხებზე კვლევის გაზიარების გზით; f) სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციისა და გამოცემების გაცვლის საშუალებით. მუხლი 14🔗 1. წინამდებარე თანამშრომლობის პროგრამის მსვლელობის განმავლობაში, მხარეები, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, განიხილავენ სასწავლო სტიპენდიების გაცემის შესაძლებლობას: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის. საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მიმღები მხარის ენაზე. ამ მიზნით, მიმღები მხარე სთავაზობს, საკუთარ ხარჯზე, ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ მასპინძელი სახელმწიფოს ენას. 2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ყოველი წლის 31 მარტისთვის, ერთმანეთს აცნობებენ შემდგომი აკადემიური წლისათვის გასაცემი სტიპენდიების რაოდენობას, თავიანთი ფინანსური რესურსების შესაბამისად. 3. წინამდებარე თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე სწავლებათა აღიარება და ეკვივალენტურობა უნდა განხორციელდეს ორ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.  4. მხარეები ხელს უწყობენ პროექტების განხორციელებას იუნესკოსთან, ევროკავშირსა და ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით. 5.  მხარეები მჭიდროდ თანამშრომლებენ ბოლონიის პროცესის ფარგლებში. 6. მხარეები თანამშრომლებენ საგანმანათლებლო რეფორმების ფარგლებში ინოვაციების განხორციელების მიზნით. მუხლი 15🔗 1. მხარეები წაახალისებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და  სიმპოზიუმების გამართვას და ხელს შეუწყობენ უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას.  ხელს შეუწყობენ შეთანხმების ხელმოწერას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტუდენტების, დოქტორანტების, მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2. მხარეები ხელს შეუწყობენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის, მათ შორის, ტექნოლოგიების გადაცემას ხელშემკვრელ მხარეთა საერთაშორისო ვალდებულებებისა და პრიორიტეტების, ასევე, მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონის  შესაბამისად. 3. მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობის განვითარებას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და რუმინეთის აკადემიას შორის. 4. ყველა აქტივობა წინასწარ შეთანხმდება მხარეებს შორის დიპლომატიური არხების საშუალებით. მუხლი 16🔗 მხარეები, ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე, წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და თანამშრომლობას ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის სფეროში. შექმნიან შესაბამის პირობებს ორი ქვეყნის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს და სპეციალისტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად; წაახალისებენ აგრეთვე ერთობლივ ღონისძიებებს სპეციალიზებულ სფეროებსა და საერთო ინტერესების მქონე საკითხებში. მუხლი 17🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას. თავი III - ახალგაზრდობა და სპორტი მუხლი 18🔗 1. მხარეები ხელს უწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ახალგაზრდობის სფეროში, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესახებ გამოცდილების გაზიარებით, ინფორმაციისა და წარმომადგენლების გაცვლით, ერთობლივი პროგრამების შექმნით და განხორციელებით, აგრეთვე, ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის გზით. ღონისძიებები და ღონისძიებების განხორციელების პირობები შეთანხმდება შესაბამის ინსტიტუტებს შორის. 2. მხარეები ხელს უწყობენ სპორტის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, სპორტში კარგი მმართველობის შესახებ გამოცდილების გაზიარებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლის გზით. 3. მხარეები ხელს უწყობენ ორი ქვეყნის ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს, ასოციაციებს, კავშირებს, ოლიმპიურ კომიტეტებსა და სხვა არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში: ·         სასპორტო განათლება და მეცნიერება; ·         თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ·         ინფორმაციის გაცვლა სპორტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების კარგი გამოცდილების შესახებ. 4. მხარეები, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, ხელს უწყობენ სხვადასხვა სპორტული და რეკრეაციული შეჯიბრებების ორგანიზებას, ისევე როგორც ორივე ქვეყნის სპორტული და რეკრეაციული კლუბების სავარჯიშო პროგრამების მოწყობას. 5. მხარეები წაახალისებენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და კონგრესების გამართვას და ხელს შეუწყობენ უმაღლესი სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა, დოქტორანტთა, მეცნიერთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს. თავი IV – მასმედია მუხლი 19🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ რუმინეთის ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტო „აგერპრეს“ და მის პარტნიორ სააგენტოს საქართველოში „საქინფორმს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ახალი  შეთანხმების გაფორმებას, რათა საინფორმაციო მასალების (ახალი ამბები, დოკუმენტური მასალები, ფოტოსურათები) და ჟურნალისტიკის, ტექნიკურ, მარკეტინგის, გაყიდვების სფეროში გამოცდილების გაცვლა მოხდეს ლეგალურ ფარგლებში. მუხლი 20🔗 მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას რადიომაუწყებლობის სფეროში, კულტურული, ეკონომიკური,სოციალური საკითხების შესახებ პროგრამების გაცვლის, აგრეთვე, ექსპერტთა და რეპორტიორების გაცვლისა და აკრედიტაციის გზით, ორივე ქვეყნის მოსახლეობას შორის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 21🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ნაციონალურ ტელევიზიებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს საზოგადოებრივ ტელე-რადიო მაუწყებლობასა და რუმინეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომლესაც ხელი მოეწერა 2003 წლის 13 თებერვალს, თბილისში. თავი V - ზოგადი და ფინანსური დებულებები მუხლი 22🔗 მე-14 მუხლით გათვალისწინებული გაცვლები მოიცავს შემდეგს: a)       რუმინულმა მხარემ ქართველს სტუდენტებს უნდა შესთვაზოს: ·         უფასო სწავლა; ·         ხელსაყრელი პირობები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის; ·         დაბინავება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში და სასადილოთი სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც აქვთ მათ საკუთარ სტუდენტებს; ·         სამედიცინო დახმარება გადაუდებელი და ქირურგიული ჩარევის და ენდემო-ეპიდემიური დაავადების შემთხვევაში რუმინეთში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ·         ყოველთვიური ფულადი დახმარება რუმინეთში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად; b)       ქართულმა მხარემ რუმინელ სტუდენეტბს უნდა შესთვაზოს: ·         უფასო სწავლა; ·         ხელსაყრელი პირობები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის; ·         დაბინავება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში და სასადილოთი სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც აქვთ მათ საკუთარ სტუდენტებს; ·         სამედიცინო დახმარება გადაუდებელი და ქირურგიული ჩარევის და ენდემო-ეპიდემიური დაავადებების შემთხვევაში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ·         ყოველთვიური ფულადი დახმარება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. c)       რუმინელი სტუდენტების საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული  ხარჯები დაიფარება რუმინული მხარის მიერ და პირიქით, ქართველი სტუდენეტების საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული  ხარჯები დაიფარება ქართული მხარის მიერ. მუხლი 23🔗 წინამდებარე პროგრამის მე-14 მუხლის შესაბამისად, გამგზავნი მხარე მიმღებ მხარეს წარუდგენს სწავლაზე ნებადართულ კანდიდატთა სიას და მათ შესახებ საჭირო დოკუმენტაციას, ყოველი კალენდარული წლის 30 აპრილამდე. გამგზავნი მხარე მიმღებ მხარეს შეატყობინებს თავის გადაწყვეტილებას შემოთავაზებული კანდიდატების მიღების შესახებ და დაასახელებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, სადაც კანდიდატები ისწავლიან, ყოველი კალენდარული წლის 30 ივნისამდე. გამგზავნი მხარე მიმღებ მხარეს აცნობებს სტუდენტთა გამგზავრების თარიღს, სწავლის დაწყებამდე, სულ ცოტა, ორი კვირით ადრე. მუხლი 24🔗 თუ სხავაგვარად არ არის გათვალისწინებული ან ამ პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური ინსტიტუტები არ შეთანხმდებიან სხვა პირობებზე, პირთა გაცვლა ამ პროგრამის მიხედვით განხორციელდება შემდეგნაირად: a) გამგზავნი მხარე დაფარავს ამ პროგრამის ფარგლებში გაგზავნილ პირთა მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს; b) მიმღები მხარე დაფარავს საცხოვრებლის, კვების და ამ პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საქმიანობების, თარჯიმნის – საჭიროების შემთხვევაში, შიდა ტრანსპორტირების, აგრეთვე სამედიცინო დახმარებას გადაუდებელი და ქირურგიული ჩარევის და ენდემო-ეპიდემიური დაავადების შემთხვევაში ხარჯებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 25🔗 თუ არ არსებობს განსხვავებული წესი ან თუ დაინტერესებული ინსტიტუტები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, გამოფენის საორგანიზაციო ხარჯები დაიფარება შემდეგნაირად: a) გამგზავნი მხარე დაფარავს ამ პროგრამის ფარგლებში გაგზავნილ პირთა სადაზღვევო და მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს; b) მიმღები მხარე დაფარავს შიდა ტრანსპორტირების, საორგანიზაციო და სარეკლამო ხარჯებს; c) მიმღები მხარე  უზრუნველყოფს ექპონატების უსაფრთხოებას თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ხელშეკრულების თანახმად თითოეული მხარის მიერ ამ მიზნისთვის შექმნილი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. მუხლი 26🔗 წინამდებარე პროგრამა ხელს არ უშლის სხვა გაცვლებისა და ღონისძიებების ჩატარებას, თუ ისინი შეთანხმებულია მხარეთა შორის, სადაც გამგზავნი მხარე ფარავს ყველა სათანადო ხარჯებს. თავი VI - დასკვნითი დებულებები მუხლი 27🔗 1. წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. 2. პროგრამა შეიძლება დენონსირებულ იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 6 (ექვსი) თვით ადრე, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 3. პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით, შეიძლება ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი პროცედურის შესაბამისად. 4. ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროგრამის განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, წყდება მოლაპარაკებების მეშვეობით. ხელმოწერილია ქ. ბუქარესტში, 2015 წლის 27 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარად ავთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ____________________________ თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის მთავრობის სახელით ____________________________ ბოგდან ლუციან აურესკუ საგარეო საქმეთა მინისტრი