„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2015 წლის 11 მარტი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
   საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მესამე პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე  მუხლის,  საქართველოს კანონის  ,,საჯარო სამსახურის  შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად და საჯარო სამსახურის  ბიუროს უფროსის  2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  14  ნოემბრის   №45  დადგენილების  მეათე  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე,  მეხუთე  და მეექვსე პუნქტები:

 

„4. მთავარი სპეციალისტი ქალაქ ვანის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ  საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი: აუცილებელია  საშუალო  განათლება;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", ევროპული ქარტიის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15  ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული  „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“   ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების  Microsoft Office Word  და  Microsoft Office Excel-ის ცოდნა;

ე) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ვ) სასურველი უნარ-ჩვევები:

ვ.ა) ლიდერობა;

ვ.ბ) კრეატიულობა;

ვ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

ვ.დ) კომუნიკაციის უნარი;

ვ.ე) ორგანიზებულობა;

ვ.ვ) გუნდური მუშაობა;

ვ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.

 

5. სპეციალისტი  ადმინისტრაციულ  ერთეულში  უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი: აუცილებელია  საშუალო  განათლება;

 ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15  ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული  „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“   ცოდნა;

დ) კომპიუტერული  პროგრამების  Microsoft Office Word  და  Microsoft Office Excel-ის ცოდნა;

ე) ასაკი - არანაკლებ 18 წელი;

ვ) სასურველი უნარ-ჩვევები:

    ვ.ა) ლიდერობა;

    ვ.ბ) კრეატიულობა;

    ვ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

    ვ.დ) კომუნიკაციის უნარი;

    ვ.ე) ორგანიზებულობა;

    ვ.ვ) გუნდური მუშაობა;

    ვ.ზ) შედეგზე ორიენტირებულობა.

 

6. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი:  აუცილებელია  საშუალო  განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15  ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებული  „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“   ცოდნა;

დ) კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word  და  Microsoft Office Excel-ის ცოდნა;

ე) ასაკი – არანაკლებ 18 წელი.

ვ) სასურველია – უცხო ენის ცოდნა,  სამუშაო   გამოცდილება;

ზ) სასურველი უნარ-ჩვევები:

ზ.ა) კრეატიულობა;

ზ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

ზ.გ) კომუნიკაციის უნარი;

ზ.დ) ორგანიზებულობა;

ზ.ე) გუნდური მუშაობა;

ზ.ვ) შედეგზე ორიენტირებულობა.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2015.
როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე?
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2015. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.121.016156.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე, №12, 11.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2765914/