საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №363
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018763
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ
განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №363
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:
ა) ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „ინტელექტის დღის“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები;
ბ) პროექტ
_ „ქართველ სტუდენტთა სასწავლო ვიზიტი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში“ განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვები;
გ) „ნასტაკისის“ ფონდსაცავის ბაზაზე ექსპედიციის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები;
დ) ასპინძაში, ურეკსა და სენაკში სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ბანაკისა და ფესტივალის მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები;
ე) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, შექმნილი ვებ და სოციალური გვერდების მომსახურების შესყიდვები;
ვ) პროექტ „კანონმდებლობის განვითარების“ ფარგლებში, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მომსახურების შესყიდვები;
ზ) არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ექსპერტების მომსახურების შესყიდვები;
თ) საწვრთნელ/სატრენინგო მომსახურების შესყიდვები;
ი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, თეატრალური სპექტაკლების მოწყობისათვის შესაბამისი შესყიდვები;
კ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში, გადაცემა „ეტალონის“ ანონსისა და აღნიშნული გადაცემის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრილის გაშვების დროს, სოციალური რეკლამის განთავსებისათვის შესაბამისი შესყიდვები;
ლ) სკაუტურ ბანაკში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობისა და დასვენების უზრუნველსაყოფად, საჭირო შესაბამისი შესყიდვები;
მ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია/აღდგენის ღონისძიებებში სტუდენტთა მონაწილეობასთან დაკავშირებით კვების მომსახურების შესყიდვები;
ნ) მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პიროვნების საკვლევი და პროფდიაგნოსტიკური ფსიქოლოგიური ტესტის და ტესტის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა/შერჩევის, შეძენის, ადაპტაციის, შეფასების კომპიუტერული ალგორითმის მომზადებისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო შესყიდვები;
ო) სხვადასხვა კატეგორიის ახალგაზრდებისათვის სპორტული სახის ღონისძიებების ჩატარების შესაბამისი შესყიდვები;
პ) ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების მონაწილეობით
ლიტერატურული კონკურსის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჟიურის წევრების, მთარგმნელებისა და ორენოვანი კრებულის გამოცემისათვის შესაბამისი საგამომცემლო მომსახურების შესყიდვები;
ჟ) რადიოსპექტაკლ:
ჟ.ა) ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ჩეჩნურ ენაზე დადგმა/ჩაწერისა და ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ოსურ და ჩეჩნურ ენებზე DVD დისკებზე გამოცემასთან დაკავშირებული შესყიდვები;
ჟ.ბ) აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ ქართულ და აფხაზურ ენებზე დადგმა/ჩაწერისა და DVD დისკებზე გამოცემასთან დაკავშირებული შესყიდვები.
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება, სპეციალური კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირების მომსახურებით;
ბ) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, შესყიდული მოძრავი ნივთების შესაბამისი დაწესებულებებისათვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი