საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1281
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1281

2015 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  36-ე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს შემდეგ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს:

ა) ა(ა)იპ – საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204891974) – 4 (ოთხი) ცალი მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა (ლამინირებული), 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი – 500 (ხუთასი) ლარი);

ბ) ა(ა)იპ – საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 404463923) – 1 (ერთი) კომპლექტი ტაეკვანდოს/კარატეს ხალიჩა (ტატამი, ზომა – 10X10მ, სისქე – 2,5სმ), 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულებით;

გ) ა(ა)იპ – კავშირს „სპორტული საზოგადოება საქართველოს კიოკუშინკაი კარატედოს ფედერაციას“ (ს/ნ 200091186) – 1 (ერთი) კომპლექტი ტაეკვანდოს/კარატეს ხალიჩა (ტატამი, ზომა - 10X10მ, სისქე – 2,5სმ), 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულებით.

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.      

     

პრემიერ-მინისტრი                                                ირაკლი ღარიბაშვილი