საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №668
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსმიერგანსახორციელებელიღონისძიების შესახებ
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ – საბრძოლო ხელოვნების ცენტრს (ს/ნ 204564033) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:
ა) კარატეს ფორმა (ბამბის ქსოვლის) – 20 (ოცი) კომპლექტი, 500 (ხუთასი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი – 25 (ოცდახუთი) ლარი);
ბ) ბაგირი (ბამბის ძაფის) – 1 (ერთი) ცალი, 133 (ას ოცდაცამეტი) ლარის ღირებულებით;
გ) კრივის ტომარა (ტყავის შემცვლელით) – 1 (ერთი) ცალი, 67,60 (სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ღირებულებით;
დ) ძიუდოს ტატამი (ზომა 10X10მ, სისქე - 4სმ) – 1 (ერთი) კომპლექტი, 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულებით.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 30.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №668. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018949.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“, №668, 30.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018949 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2812795/