შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/23233-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/23233-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

  26.02.2015 წელი                                                          თბილისი

 

 

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

 

განმცხადებელი -  შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 208148011)

დირექტორი - თენგიზ კახიძე

 

მოთხოვნა -  გაკოტრების საქმის წარმოების  დაწყება

 

სასამართლომ  განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და 

 

გამოარკვია:

 

2014 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალის’’ დირექტორმა თენგიზ კახიძემ და მოითხოვა შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალის’’ მიმართ გაკოტრების  საქმის წარმოების დაწყება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის საფინანსო ანგარიში; კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება; 3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მეურვის საფინანსო ანგარიში და მოხდა კრედიტორთა ნაწილის მოთხოვნების აღიარება.

 

სასამართლომ კრებაზე საკითხების განხილვისას მიიჩნია, რომ კრედიტორთა კრება უნდა შეწყდეს და  გაგრძელდეს იგივე დღის წესრიგით. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

 

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

     

დ ა ა დ გ ი ნ ა  :

 

1. კრედიტორთა კრება გაგრძელდეს იგივე დღის წესრიგით 2015 წლის 19 მარტს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზეwww. Tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                              თამარ ჭუნიაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“?
„შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“ მიღებულია 26.02.2015. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/23233-14.
სად არის „შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს"რეფერალური ჰოსპიტალი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.“, №2/23233-14, 26.02.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2768000/