საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2015
ძალის დაკარგვა 11.03.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 948 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2015 მიღება
11.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12   2015 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ  „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე–11 მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №11 დადგენილების  შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ  „აფხაზეთის“ თანდართული დებულება. 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                      ვახტანგ ყოლბაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ (შემდგომში – ანსამბლი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 3. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 4. ანსამბლის დროებითი იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დ. უზნაძის ქ. N68. მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები 1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული და აფხაზური ფოლკლორის პოპულარიზაცია. 2. ანსამბლის საქმიანობის საგანია: ა) ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის (ფოლკლორის) შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება; ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. მუხლი 3🔗. ანსამბლი უფლებამოსილია 1. წარმართოს შემოქმედებითი, სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ანსამბლის საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. 3. შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 4. ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. ანსამბლს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ანსამბლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 4🔗. ანსამბლი ვალდებულია 1. წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის კონსტიტუციის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მუხლი 5🔗. ანსამბლის მართვა 1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი. 3.სამხატვრო ხელმძღვანელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 4. ანსამბლის დირექტორს, მთავარ ქორეოგრაფს, მთავარ დირიჟორს (მთავარ ლოტბარს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი. 5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ; დ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ე) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; ვ) ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; ზ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან; თ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს; ი) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; კ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს. მუხლი 6🔗. ანსამბლის ქონება 1. ანსამბლი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მისთვის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც, მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად, გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. ანსამბლის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სასცენო კოსტიუმებისა და რეკვიზიტის, ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან. 3. ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 7🔗. ანსამბლის დაფინანსების წყაროები 1. ანსამბლის ფინანსური სახსრებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ღონისძიებებიდან მიღებული სახსრები; დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით, შემოქმდებითი შეკვეთებისა და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ანსამბლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის. მუხლი 8🔗. ანსამბლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. მუხლი 9🔗. ანსამბლის საქმიანობის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 10🔗. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.