საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.03.2015 ბოლო ცვლილება 30.05.2018
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2015 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ (შემდგომში - ანსამბლი);

2. ანსამბლი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფლებამონაცვლე;

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) უზრუნველყოს:

ა) ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის ანსამბლის დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ანსამბლის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს ანსამბლისათვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ ფარფალია) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების ასახვა.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ 2005 წლის 1 ივლისის №35 დადგენილება;          

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის #08/ძ ბრძანება.

მუხლი 3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

მუხლის 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                     ვახტანგ    ყოლბაია