„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებით ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №21
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებით ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებით ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“.
2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ.ჯაიანი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების ასახვა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის სამართლებრივ აქტებში.
3. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ ფარფალია) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების ასახვა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 25 მაისიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია