საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ ,,აფხაზეთის“ ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №38
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „აფხაზეთის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „აფხაზეთი“ (შემდგომში - კინოცენტრი).
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) 2016 წლის 5 იანვრამდე უზრუნველყოს კინოცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. კინოცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მ ფარფალია).
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №37 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „აფხაზეთის“ შექმნის შესახებ“.
6. ამ დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 5 იანვრიდან.
7. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია