საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.07.2011 ბოლო ცვლილება 19.07.2011
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110701026, 05/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის   მთავრობის

დადგენილება #7 

2011 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,აფხაზეთის მედია-ცენტრი’’ (შემდგომში მედია-ცენტრი).

2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ხომერიკი) 2011 წლის 28 ივლისამდე უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ნ. ჩხარტიშვილი) უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოსათვის გადაცემა.

4. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია) მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის კანონის პროექტის წარმოდგენა.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 11 მაისის №19 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი დაწესებულების რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების შესახებ“ (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №11, 11.05.2006წ. მუხ.36) და აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის  №34 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ საქმიანობის აღდგენის შესახებ“ (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №23, 19.09.2007წ. მუხ.60) .

6. ამ დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისიდან.

7. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე                                                            გ. ბარამია

     

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.07.2011.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 01.07.2011. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.061.016008.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.07.2011-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“, №7, 01.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1392911/