საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №10
2011 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნების თაობაზე 2011 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის კრება, რომელშიც გაერთიანდა კერძო სამართლის 20 (ოცი) იურიდიული და ფიზიკური პირი.
საინიციატივო ჯგუფის წინადადების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტების კოორდინაციის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თავისი საქმიანობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობისა და მის შესაბამისად წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული წესდების საფუძველზე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“ მიღებულია 06.10.2011. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.061.016011.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.01.2022-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“, №10, 06.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1486637/