„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №6 |
|
2019 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 5. ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.
3.სამხატვრო ხელმძღვანელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
4. ანსამბლის დირექტორს, მთავარ ქორეოგრაფს, მთავარ დირიჟორს (მთავარ ლოტბარს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
გ) ბრძანებით ანაწილებს მოვალეობებს ანსამბლის დირექტორს, მთავარ ქორეოგრაფსა და მთავარ დირიჟორს (მთავარ ლოტბარს) შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ე) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ვ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
ზ) ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
ი) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
კ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.“.
|