„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 11.03.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა |
| წლიური | მათ შორის: კვარტალების მიხედვით |
| I კვ. | II კვ. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2015 წლის 11 მარტი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი” 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ” ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი და თანდართული №1 დანართისა და №2 დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №04 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/03/2014წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020030.35.133.016099).
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის
(შემდგომში – გამგებელი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ ქვეპროგრამის/ ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება,)პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 3🔗.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები,მიმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელი წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2).
დანართი №2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის „__“ _________
(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის,
ქვეპროგრამისა და პროგრამული კოდი)
(ცვლილების საფუძველი,თარიღი,ნომერი)
20 წლის „_____“ ___________________
______________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული კოდი
საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(ზრდა, კლება)
წლიური
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I კვ.
II კვ.
III კვ.
IV კვ
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2. სარეზერვო ფონდი
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:
საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: