ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. ამბროლაური |
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 15/04/2015 წ; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.117.016255);
ბ)„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/07/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016091).
|
2. წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება განხორციელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის (შემდგომში – საფინანსო სამსახური) მიერ.
6. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს საფინანსო სამსახური.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო სამსახურში უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ასიგნებების გადანაწილების შესახებ მერის ბრძანების პროექტს.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საფინანსო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში საფინანსო სამსახური უფლებამოსილია მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
8. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე. გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
9. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი და ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
20 __ წლის „___“ _________
___________________________________________________________ ( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 __ წლის „___“ _________
_____________________________________________________________________ (ცვლილების შინაარსი
(ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო სამსახურის უფროსი საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: პასუხისმგებელი შემსრულებელი: | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. ა(ა)პის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ა(ა)იპი მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნას, ასიგნებების გადანაწილებაზე, სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მოთხოვნას შესასრულებლად გადასცემს საფინანსო სამსახურსა და ამ ა(ა)იპ-ზე კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს:
ა) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს;
ბ) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს;
გ) პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს.
5. საფინანსო სამსახური, მოთხოვნის წარმდგენ ა(ა)იპ-ზე კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის წერილობითი ინფორმაციის გათვალისწინებით, ამზადებს მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
6. ის ა(ა)იპი, რომელიც თავად წარმოადგენს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.
7. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
8. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ა(ა)იპ(ებ)ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.