სს"ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი"-განცხადება კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

 სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 6 აპრილს, დღის 18-00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

   სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 6 მარტი.

 

დღის წესრიგი:

1. 2014 წლის სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა-დამტკიცება;

2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;

3. წესდების ახალი რედაქციის განხილვა-დამტკიცება;

4. ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.

5. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ.ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის №67-ში, საკადასტრო კოდი 03.04.30.412, დაზუსტებული ფართობი – 3003კვ.მ და მიწის ნაკვეთის მდებარე ი.ჭავჭავაძის გამზირის №67-ში საკადასტრო კოდი 03.04.30.413, დაზუსტებული ფართობი – 1934კვ.მ ერთ ნაკვეთად გაერთიანება.

6. სხვადასხვა.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალურ ავტოვაგზლის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.

    კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

  – ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 6 მარტის მდგომარეობით.  

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60. 

 

სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორი                         /შ.ქორთუა/