📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,997 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.04.2015 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 21.10.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 10.10.2014 გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 24.06.2022 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №110 2015 წლის 12 მარტი ქ. თბილისი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა  (დანართი №1); ბ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება  (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №188 დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის  შემადგენლობისა და დებულების  დამტკიცების  შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი  კომისიის შემადგენლობა ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;  თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;  ვაჟა გელეიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;  ქეთევან ლომიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;  კობა გაბაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ერონული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;  ემილ წერეთელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;  მერაბ ჩალათაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;  მერაბ გაფრინდაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;  თინათინ შენგელია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;  დავით რობაქიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი;  უჩა ზვიადაძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;  ბერდი ზაუტაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;  შალვა გეგია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი;  გიორგი მაღალაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების ლაბორატორიის განყოფილების გამგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი;  ნოდარ ქაჯაია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების პროგრამის ხელმძღვანელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;  ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;  ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი;  ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;  შორენა იოსებიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი. დანართი №2 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი  მუხლი 1🔗  1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში -კომისია) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) არსებული სათათბირო ორგანო.  2. კომისიის შექმნა და შემადგენლობის დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, წინამდებარე დებულებით.  4. კომისიის ამოცანაა, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის გარდა) მარაგების გამოთვლისთვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება, მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, დასკვნის შემუშავება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისათვის (შემდგომში-მინისტრი) დასამტკიცებლად წარდგენა.  5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე, მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე, ბალანსიდან ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია, კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა.  6. მარაგების დამტკიცება შეიძლება ობიექტის გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, თუ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური პირობები, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა და სხვა.  7. დამუშავების სტადიაზე მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პროცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების, ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილების შემთხვევაში.  8. დამტკიცებული მარაგების გამომუშავების დასრულების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების და რესურსების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა ხდება ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი დასაბუთებული ანგარიშის საფუძველზე.  თავი II კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები  მუხლი 2🔗  1. კომისიის ფუნქციაა განიხილოს და შეაფასოს :  ა) ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი, ლიცენზირებულ ტერიტორიაზე დაძიებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების რაოდენობა, საბადოს გეოლოგიური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინფორმაცია;  ბ) საბადოს მარაგების შესასწავლად (დეტალური ძიება) და მათ საანგარიშოდ (გამოთვლის პროცესი) გამოყენებული მეთოდები და ხერხები;  გ) წარდგენილი ანგარიშის საძიებო მეთოდების შერჩევის სისწორე, მონაცემთა მოპოვების, მათი გაანალიზების, შესწავლის და განზოგადების შედეგების სისრულე და ლიცენზიანტის მიერ გამოტანილი დასკვნის ადექვატურობა;  დ) მარაგების კატეგორიების შესაბამისობა და სანდოობა, შესწავლილი საბადოს სირთულის ჯგუფთან;  ე) გამოთვლილი მარაგების ოდენობის სანდოობა და შესწავლილი რესურსის რეალური ხარისხი;  ვ) წარდგენილი მასალის სისრულე და კომპეტენტურობა;  ზ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ, გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება.  2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:  ა) მოიწვიოს ექსპერტები, დასამტკიცებლად-ჩამოსაწერად წარდგენილი ანგარიშის შესახებ, საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის;  ბ) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიანტისგან მოითხოვოს საბოლოო დასკვნის გამოსატანად აუცილებელი დამატებითი მასალა;  გ) გასცეს უარყოფითი დასკვნა მარაგების დამტკიცებაზე-ჩამოწერაზე, კომისიისათვის წარდგენილი დასაბუთებული მასალის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე. თავი III კომისიის მართვა და საქმიანობის წესები  მუხლი 3🔗 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. 3. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს კომისიის სხდომებს, განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს; ბ) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.  4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, კომისიის წევრების (გარდა, საჯარო მოხელეებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა) ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  5. კომისიის თავმჯდომარე განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ანაზღაურებას უზრუნველყოფს სამინისტრო კომისიის მდივნის წადგინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრების, აგრეთვე, „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შრომის ანაზღაურების ოდენობას ადგენს მინისტრი, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.  7. „დამოუკიდებელ ექსპერტს“ აქვს იგივე ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რაც კომისიის წევრებს. „დამოუკიდებელი ექსპერტი“ ინარჩუნებს ანონიმურობას და არ ახმაურებს მის მიერ დაწერილ საექსპერტო დასკვნას ანგარიშის დაცვამდე.  8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.  9. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე, კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებას და ხელმოსაწერად გამზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.  მუხლი 4🔗  1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.  2. კომისია იკრიბება საჭიროების მიხედვით.  3. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს, დღის წესრიგსა და კომისიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.  4. კომისიის სამუშაო სხდომამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე, კომისიის მდივანი კომისიის წევრებს უგზავნის ინფორმაციას სხდომის მოწვევის თარიღის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების მასალებს.  5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით.  6. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი მონაწილეობას იღებდა განსახილველად წარდგენილი კონკრეტული მარაგების მომზადების პროცესში, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, მას აღარ აქვს კომისიის სხდომაზე ხმის მიცემის უფლება.  7. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  8. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კომისიის წევრების ლიცენზიით განსაზღვრული ობიექტის ადგილზე გასვლა.  9. კომისიის სხდომები, განსახილველი საკითხების კონფიდენციალობის გათვალისწინებით, მიმდინარეობს დახურულად და მისი ოქმი ლიცენზიანტის ნებართვის გარეშე არ გასაჯაროვდება.  10. მარაგების დამტკიცებით-ჩამოწერით დაინტერესებულმა მხარემ კომისიას უნდა წარუდგინოს:  ა) ტექსტური მასალა;  ბ) კარტოგრაფიული მასალა;  გ) დანართები;  დ) ტექსტური მასალის შემადგენელი დოკუმენტებია:  დ.ა) სატიტულო ფურცელი;  დ.ბ) შემსრულებელთა სია;  დ.გ) რეფერატი;  დ.დ) ანგარიშის შინაარსი;  დ.ე) შესავალი;  დ.ვ) საბადოს რაიონის ადმინისტრაციული მდებარეობა, ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება და ინფრასტრუქტურა;  დ.ზ) რაიონის მოკლე, მაგრამ სრული გეოლოგიური დახასიათება;  დ.თ) საბადოს გეოგრაფიული და გეოტექტონიკური მდებარეობა;  დ.ი) საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, სამთო ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური პირობები;  დ.კ) საბადოს გეოლოგიური აგებულება;  დ.ლ) სასარგებლო წიაღისეულის ნივთიერი შედგენილობა და ტექნოლოგიური თვისებები;  დ.მ) დანიშნულების მიხედვით, დასინჯვის სახეობები და მათი განხორციელების დასაბუთებული ხერხები;  დ.ნ) სინჯების გამოცდის ძირითადი და საკონტროლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის (რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში), ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის დასახელება, შიდა და გარე კონტროლის მონაცემები, მათი ურთიერთშედარებით მიღებული დასკვნები შემთხვევითი და სისტემატური ცდომილებების შესახებ, მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები;  დ.ო) მათემატიკური მოდელირების გამოყენებული მეთოდები, ხერხები, მათი აღწერა, მიღებული რაოდენობრივი მონაცემების და შედეგების გაშიფვრა;  დ.პ) მათემატიკური მოდელირების მონაცემებზე დაყრდნობით, გამადნების ძირითადი პარამეტრების (სასარგებლო კომპონენტების შემცველობების) რაოდენობრივი მაჩვენებლების მათემატიკური მოლოდინის გამოსათვლელი ხერხების დასაბუთება;  დ.ჟ) თანმდევი კომპონენტების რაოდენობრივი მონაცემები;  დ.რ) მარაგების ანგარიშისათვის გამოყენებული მეთოდის აღწერა და დასაბუთება;  დ.ს) წარდგენილი გამადნებისათვის მიღებული კონდიციების და კიდურა მონაცემების დასაბუთება;  დ.ტ) გამადნების სანდოობის კატეგორიებად დაყოფის დასაბუთება;  დ.უ) მარაგების ანგარიშის სხვადასხვა ფორმულარები, მათ შორის, საბოლოო ფორმულარი;  დ.ფ) საბადოს დამუშავების ეკონომიკური მაჩვენებლები, დამუშავების ტექნოლოგიური სქემა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოთვლები;  ე) კარტოგრაფიული მასალებია:  ე.ა) რაიონის მიმოხილვითი რუკა;  ე.ბ) საბადოს რაიონის მსხვილმასშტაბიანი (1:50000 ან 1:25000) გეოლოგიური რუკა, სტრატიგრაფიული სვეტით, საბადოზე გამავალი, მინიმუმ, ერთი ვერტიკალური ჭრილით და დეტალური პირობითი ნიშნებით;  ე.გ) საბადოს დეტალურ გეოლოგიურ რუკა მასზე გამადნებული სხეულის შემოკონტურებით (მასშტაბი 1:10000-დან 1:1000-მდე, გამადნების სირთულის მიხედვით), UTM-WGS84 საკოორდინატო სისტემაში;  ე.დ) რამდენიმე გეოლოგიური ჭრილი, ჭრილების მეთოდით, მარაგების ანგარიშის შემთხვევაში კი, მოცემული უნდა იყოს მარაგების ბლოკების შემოსასაზღვრად გამოყენებული ყველა ჭრილი, მათზე სამრეწველო გამადნების შემოკონტურებით;  ე.ე) მარაგების ანგარიშის სქემა, სამთო საძიებო გამონამუშევრების და საძიებო ჭრილების დატანით და მადნიანი ბლოკების შემოკონტურებით;  ვ) დანართები უნდა შეიცავდეს:  ვ.ა) ყველა საძიებო გამონამუშევრის დასინჯვის სქემას ცალ-ცალკე, მასზე გამადნებული ნაწილის გამოყოფით და დასინჯვის მონაცემების ჩვენებით;  ვ.ბ) სამთო გამონამუშევრების პასპორტებს (ჭრილებს);  ვ.გ) სამთო გამონამუშევრების კოორდინატთა უწყისს (საჭიროების შემთხვევაში, გამადნებული სხეულის საგებისა და სახურავის გადაკვეთების ჩვენებით);  ვ.დ) წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ასლს და სალიცენზიო პირობებს;  ვ.ე) ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების დამოწმებულ ამონაწერს.  11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ძალაში რჩება მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების დამტკიცების შემთხვევაშიც, იმ სპეციფიკური კარტოგრაფიული უზრუნველყოფით (ძირითადად, საცდელი ამოტუმბვების მონაცემების გრაფიკული ასახვა), რაც სავალდებულოა, მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშისთვის.  12. სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წარსადგენი დოკუმენტაციიდან გამონაკლისის დაწესების შესახებ.   13. კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ლიცენზიანტი.  14. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ლიცენზიანტს მოსთხოვოს, დამატებით ჩაატაროს და კომისიას წარუდგინოს გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის მასალები, რომლებიც საჭიროა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, ტიპის, ხარისხის და თანმდევი კომპონენტების დასადგენად.  15. ზემოთ ჩამოთვლილი მასალები სრული სახით წარდგენილი უნდა იქნეს ხუთ ეგზემპლარად. კომისიას უნდა წარედგინოს დასამტკიცებელი-ჩამოსაწერი მასალის მოკლე დახასიათებაც საავტორო ცნობის სახით და სრული მასალის ელექტრონული ვერსია კომისიის წევრთა რაოდენობის მიხედვით.  16. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისია, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე, დასკვნას შეიმუშავებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.  17. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, კომისია თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდომის ოქმს), სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში წარუდგენს მინისტრს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშების თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით/ჩამოწერით დაინტერესებულ პირს გადაეცემა მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.  18. კომისიის დადებითი დასკვნა არის წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველი.  19. კომისიის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ ვადაში, კომიისის სხდომის სრული ოქმი და დაუმტკიცებელი ანგარიშის, ასევე, ჩამოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი ანგარიშის თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა დაუმტკიცებელი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.  თავი IV კომისიის პასუხისმგებლობა  მუხლი 5🔗. კომისია პასუხისმგებელია:  ა) მინერალური ნედლეულის დამტკიცებული მარაგის დასაშვები ცდომილების ფარგლებში, უტყუარობაზე, განხილული გეოლოგიური ანგარიშის ხარისხსა და კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების დროულ განხორციელებაზე;  ბ) მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე;  გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული და გამოთვლილ/გადათვლილ მარაგებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვაზე. თავი V  კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი  მუხლი 6🔗  1. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.  2. კომისიის დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.