ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.143.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
matsne.gov.ge 401 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 I ზონა
2 II ზონა
3 III ზონა
4 IV ზონა
5 V ზონა
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ზონა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თელავის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №34 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.06.2018 ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 02.05.2024 ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 06.03.2018 ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 06.03.2025 ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 04.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2015 წლის 12 მარტი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  46-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის  შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით, დანართი №1-ის (თან ერთვის 2 ფურცლად) შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  04/06/2012; 330010040.35.143.016103). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 ჯარიმის ოდენობები ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის  შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით 1 2 3 4 N ზონა ზონის აღწერა ჯარიმის ოდენობა(ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 I ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ( საქართველოს მთავრობის დადგენილება № 407 (18.06.2014 წ.) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ)  ღერძული ხაზიდან ორივე მხარეს 100 (ასმეტრიან) ზოლში 0,5 ლარი 2 II ზონა ხაშურის შემავალი ცენტრალური ქუჩები:შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას, ნიკო ლომოურის, გიორგი ჭანტურიას, ექვთიმე თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას,  კარლო ტაბატაძის, თევდორე მღვდლის, გიორგი სააკაძის, გალაკტიონ ტაბიძის, აბონ ციციშვილის, თამარ მეფის, გორის, ოქტომბრის, იური გაგარინის, იაკობ გოგებაშვილის ქუჩები დაბა სურამში შემავალი ცენტრალური ქუჩები:შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, მშვიდობის, ლესია-უკრაინკას, 9 აპრილის, 26 მაისის ქუჩები 0,4 ლარი 3 III ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ღერძული ხაზიდან ორივე მხარეს 50 (ორმოცდაათმეტრიან) ზოლში (ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 (23.12.2011წ)) 0,15 ლარი და კურორტზე 0,2 ლარი 4 IV ზონა ხაშურში შემავალი ყველა ქუჩა პირველ, მე-2 და მე-3 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა და დაბა სურამში შემავალი ყველა ქუჩა მე-2 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა 0,2 ლარი 5 V ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა ტერიტორია, რაც მოცემული არ არის I-IV ზონებში 0,1 ლარი