ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.143.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  განკარგულება  №29

2024 წლის 2 მაისი

ხაშური 

ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის სამსახურეობრივი მოვალების შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხაშურში ბორჯომის ქუჩის მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მერაბ ცხოვრებაძის ინიციატივა ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურში ბაზრის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: ხაშურის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება X – 38340, Y-4649152 კოორდინატზე და მთავრდება X – 382943, Y-4648998, ქუჩის სიგრძე შეადგენს 495 მეტრს, მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხაშურის ცენტრალური ბაზარი, ჩრდილოეთიდან – მოსახლეობა, სამხრეთიდან ესაზღვრება ბორჯომის ქუჩა, ხოლო დასავლეთიდან – ხაშურის მოსახლეობაზე გაცემული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები მიენიჭოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელის პაატა ესიაშვილის სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15). ​საკრებულოს თავმჯდომარე                                          ნინო  ლიპარტელიანი