ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ,, სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.143.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №1

2024  წლის 09 იანვარი

ხაშური              

ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ,,სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების  შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დარეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,სამი გმირის“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ქუჩისათვის სამშობლოს დაცვისათვის დაღუპული მეომრების სახელის მინიჭება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე, უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს, მდებარეს: დაბა სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში, იწყება  I- X - 377822, Y-4654341, II-  X-377716, Y – 4654790 კოორდინატებზე, ქუჩის სიგრძე შეადგენს 600 მეტრს, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, სამხრეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი, დასავლეთიდან ჩუმათელეთის სასაფლაო, მიენიჭოს „სამი გმირის“ ქუჩის სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში  სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე                         ნინო ლიპარტელიანი