ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩისათვის ძველი სახელწოდების გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევის აღდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.143.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  განკარგულება №69

 2024 წლის 30 დეკემბერი

ხაშური

 

ხაშურში ანტონ სულავას ქუჩისათვის ძველი სახელწოდების – გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევის აღდგენის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მერაბ ცხოვრებაძის ინიციატივა ანტონ სულავას ქუჩისათვის ძველი სახელწოდების – გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევის აღდგენის თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტისათვის ძველი სახელწოდების აღდგენა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩას (იწყება: X-383057.6124, Y-4650294.2601 კოორდინატზე და მთავრდება X-383393.2459, Y-4650175.1536, ქუჩის სიგრძე შეადგენს 360 მეტრს, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რკინიგზის ლიანდაგი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან – მოსახლეობა, სამხრეთიდან – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა) აღუდგეს ძველი სახელწოდება და ეწოდოს გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევი.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე –  www.khashuri.org.ge.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ნინო ლიპარტელიანი