გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2015 ძალადაკარგული 21.03.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 12 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის. ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი



დანართი
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა
1. პროგრამის სახელწოდება:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა“

2.    პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი:

01 მარტი 2015 წ.

31 დეკემბერი 2015 წ.

3. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი:

32400 (ოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი.

 

№

მომხმარებელთა კატეგორია

მომხმარებელთა რაოდენობა

თვეების რაოდენობა

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება

ჯამი:

 

1

დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეები

 

27

 

10

 

120 ლ.

 

32400 ლ.

 

სულ:

 

 

 

32400ლ.

 

4. პროგრამის დაფინანსების წყაროები:

ადგილობრივი ბიუჯეტი.                         

5. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, დიალიზზე დამოკიდებული პირები.

6. პროგრამის მიზნები:

თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც დიალიზით მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქში მდებარე კლინიკებში, მათთვის გაუთვალისწინებელი, დამატებითი ხარჯების დაფარვის შემსუბუქება.

7. პროგრამის შედეგები:

დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების სოციალური და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესება.  

8. პროგრამის ადმინისტრირების (მისი მართვის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის) წესები და პირობები:

 

- განაცხადის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:  

მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარია.

 

- განაცხადის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:

მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

 

- გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:  

მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

(სამსახური უზრუნველყოფს სიის ყოველთვიურად გადამოწმებას და სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის საფუძველზე, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას.)

 

- პროგრამის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:

მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

 

-  პროგრამის პერიოდულ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო: 

გამგებლის მოადგილე.

 

-  გადაწყვეტილების მიმღები პირი/ორგანო:  

მუნიციპალიტეტის გამგებელი.

- პროგრამით სარგებლობისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1.  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

2.  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

3.  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

4.  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.03.2016.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.03.2015. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.161.016223.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.03.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“, №22, 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2771331/