ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.03.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში (6 ქულა); |
| 5 | მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა). (1 ქულა); |
| 7 | პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან (1 ქულა); |
| 8 | ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი სული. (1 ქულა) |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკუთრება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2015 წლის 16 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბენეფიციარი ოჯახების შეფასების კითხვარი - ანკეტა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შესარჩევ კრიტერიუმებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებასა და მუშაობის წესს.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი“) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
3. სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. საცხოვრისის მიზანია მის ბინადართა ღირსეული საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა იმ დრომდე, სანამ მობინადრეს არ ექნება საკუთარი სავხოვრებელი პირობების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
4. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ ბენეფიციარმა ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისის შენობაში გადასვლამდე დადონ კონტრაქტი მუნიციპალიტეტთან ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
5. სოციალურ საცხოვრისს აქვს შინაგანაწესი. შინაგანაწესით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვის ვალდებულება ეკისრება სოციალური საცხოვრისის ნებისმიერ მობინადრეს, ხოლო აღნიშნული წესებისა და ნორმების დაცვაზე, აგრეთვე კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესარულებაზე მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
თავი II
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 2🔗. სტრუქტურა და მუშაობის წესი
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ გამგეობაში შეტანილი განცხადება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში (სახელი) შესახლების მოთხოვნით.
3. სამუშაო ჯგუფის უფროსი უფლებამოსილია მისცეს დავალება სამუშაო ჯგუფის წევრებს, შეისწავლონ განცხადება და თანდართული მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა დ აკორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 3🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/დ მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (თანხმობა/უარი) უნდა იყოს დასაბუთებული, რაც აისახება ოქმში და მის საფუძველზე მომზადებულ სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.
მუხლი 4🔗. სამუშაო ჯგუფის სხდომა
1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, სამუშაო ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით.
2. სამუშაო ჯგუფი საკითხს განიხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
მუხლი 5🔗. კრიტერიუმები
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში (სახელი) შესასახლებელი ოჯახები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ოჯახი არ უნდა ფლობდეს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ საცხოვრებელ ფართს ან/და მისი საცხოვრებელი არ უნდა აკმაყოფილებდეს ცხოვრებისთვის აუცილებელ მინიმალურ პირობებს (დანგრეული);
ბ) ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
2. უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმთან ერთად აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთს მაინც:
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში არ აღემატება 57000-ს;
ბ) ოჯახი, რომლის ერთი წევრი შშმ პირი ან/და შშმ ბავშვია;
გ) მარტოხელა მშობლის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
დ) ოჯახი, რომელიც შედგება საპენსიო ასაკის მარტოხელა პირ(ებ)ისგან და სადაც იზრდება 18 წლამდე ერთი ან ორი შვილიშვილი.
თავი IV
მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100).
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;
ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) შვილიშვილების დაბადების მოწმობის ასლები.
მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შესახლების შესახებ.
დანართი №2
ანკეტის ნომერი
განმცხადებლის სახელი და გვარი
№
დასახელება
კატეგორია
ქულა
1
სოციალური სახლის I კატეგორია (10 ქულა;) II კატეგორია (7 ქულა;) დაზიანების კატეგორია
№
სოციალური კრიტერიუმები
ქულა
1
სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს:
57001-ზე ნაკლები - ქულა 0.5 (ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი ფიქსირდება ერთსა და იმავე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში)
2
ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე ორი ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა.
3
მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა) (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა. ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა №50/2)
4
ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა), მნიშვნელოვნად (1 ქულა) ან ზომიერად (0,5 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების,გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით.
5
მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა). (1 ქულა);
6
ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა). (1 ქულა);
7
პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან (1 ქულა);
8
ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი სული. (1 ქულა)
№
საკუთრება
ქულა
1
სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში (6 ქულა);
2
სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს) (1 ქულა);
კომენტარი
ჯამური ქულა
ხელმოწერა
––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––