ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის, გარე რეკლამის განთავსების წესის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 16 მარტი ქ. ოზურგეთი |
|
დანართი 1
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისა და გარე რეკლამის განთავსების წესი
ა) გარე რეკლამა - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება - პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი გამოყენებით;
გ) ნებართვა - ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა ან ნებართვა, რომ გარე რეკლამის განსათავსებელ /გასავრცელებელ ტექნიკურ საშუალება(ებ)ზე განათავსოს რეკლამა;
დ) ნებართვის მაძიებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შეასაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური;
ვ) აუქციონი - გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესები დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ზ) ნებართვის მფლობელი - ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებულ (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. გარე რეკლამის განთავსების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორცილდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
3. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ან/და მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
4. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ნებართვის მფლობელმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება/საშუალებები და განათავსოს მასზე რეკლამა.
გ.ა) ამ მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება შეიძლება შეიზღუდოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახსრებით რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების დამონტაჟება და მასზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ეკონომიკური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტისთვის უფრო სასარგებლო იქნება.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით. გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად, რაც არის ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმაში ცვლილების შეტანის საფუძველი.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში ან/და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხის (მიღებული მთლიანი თანხის ან მოგების) პროცენტული ოდენობის განსაზღვრით.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალების კვადრატობის ან მიღებული შემოსავლის პროცენტების მიხედვით) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
აუქციონის ჩატარების წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება N11 დამტკიცებული დანართის - „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“-ს შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში.
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
8. სარეკლამო საშუალების მოვლა-პატრონობაზე და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3/A4 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3/A4 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხს ითანხმებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების და მშენებლობის სამსახურის მოხსენებითი ბარათისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ. თუ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიიღო რაიმე გადაწყვეტილება, მაშინ საკითხი ითვლება დადებითად (დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) გადაწყვეტილად. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებულ ამ პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან ერთად დაინტერესებულ პირს უკან უბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის 1 ეგზემპლარი, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში არის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა № ___
ეძლევა ________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები და მისი მისამართი)
საფუძველი ____________________________________________________________________
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
ნებართვის მოქმედების ვადა___________________ დან __________________ მდე.
სანებართვო პირობები:______________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი
______________________________
ბ.ა.
ნებართვა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება ნებართვის გამცემ ორგანოში.