მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 17.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის,
დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№02
2015 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის,
დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102–ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.(დანართი №1)
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
დანართი N1
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის,
დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ორგანიზაციის და/ან მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მზღვეველმა და/ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა:
ა) დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, სამსახურის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე–2 მუხლით;
ბ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
3. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი.
4. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი მზღვეველისათვის გაცნობისთანავე.
5. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
6. მზღვეველისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
7. ამ წესის შესაბამისად მზღვეველის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობისა და/ან სამსახური მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის ფულადი ნაწილის არსებობისა და/ან განთავსების მოთხოვნის დარღვევის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა და/ან სამსახური დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში სამსახური წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა მოქმედი წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების ერთობლიობის დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
4. სამსახურისათვის საფინანსო, სტატისტიკური და სხვა ფინანსური ანგარიშგების ფორმებში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. სამსახურისთვის წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილების და/ან სამსახურის მითითებით დამატებითი ინფორმაციის სამსახურისათვის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
7. მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების სადაზღვევო რეზერვებთან ზღვრული თანაფარდობის მოთხოვნების დარღვევისას მზღვეველი ჯარიმდება თითოეული ასეთი დარღვევის ფაქტისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარით ან ლიკვიდური აქტივების დანაკლისის ოდენობის 2%-ით, იმის გათვალისწინებით, რომელი ოდენობაც უდიდესია.
8. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, მზღვეველი ჯარიმდება, დარღვევის დღისათვის თითოეული დარღვეული პარამეტრის ოდენობის 5%-ით, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
9. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, ამ სახეობაში ახალი ვალდებულების აღების შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება (ბრუტო) საგარანტიო/სადაზღვევო თანხის 5%-ის, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
10. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის ან მასში შემავალი კომპონენტების (წესის დანართების შესაბამისად) და ანალიზური სისტემის არარსებობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
11. კანონმდებლობით, სამსახურის წესებით, ინსტრუქციებით, დებულებებით, დადგენილებებით, წერილობითი მითითებებით განსაზვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის თითოეულ შემთხვევაზე, მზღვეველი ჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარით, დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისთვის;
ბ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა) გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 200 (ორასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) გარიგების (ოპერაციის) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ) მზღვეველი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. სამსახური უფლებამოსილია გაათავისუფლოს მზღვეველი უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ:
ა) მზღვეველის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მზღვეველი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან, თუ:
ა) შესაძლებელია მზღვეველის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) შესაძლებელია მზღვეველი გახდეს გადახდისუუნარო;
3. სამსახური აგრეთვე უფლებამოსილია მზღვეველი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან, თუ:
ა) მზღვეველის ადგილზე შემოწმების შედეგად სამსახურის შემოწმების აქტით განისაზღვრა სატატისტიკური და ფინანსური ანგარიშგების ფორმებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მოიცავს შემოწმების შემდგომ პერიოდს და მზღვეველს წარდგენილი აქვს სამსახურისათვის;
ბ) მზღვეველის მიერ წარმოდგენილი წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დასაზუსტებელია ყოველწლიური ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის შემდგომ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმები.
4. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მზღვეველის გათავისუფლების შესახებ სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.