სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №35 |
|
2019 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების საკითხებს.
2. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან/და მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა დაარღვია:
ა) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;
ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა, ან/და წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია.
1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის ფლობის ან/და განთავსების წესის დარღვევის გამოვლენისას, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. სამსახურის მიერ დადგენილი სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე საქმიანობის ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა ან/და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით სამსახურისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
7. კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშების წარმოების ან/და მათი გამოყენების წესის დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
8. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულების, სამსახურის რომელიმე ნორმატივის, ინსტრუქციის, წესის, მოთხოვნის, წერილობითი მითითებების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
9. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, მასში ცვლილებების შეტანისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისათვის არასრულად მიწოდების და/ან მიწოდების წესის დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
1. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი.
2. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი სადაზღვევო ბროკერისათვის გაცნობისთანავე.
3. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
4. სადაზღვევო ბროკერისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმა იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ამ წესის შესაბამისად სადაზღვევო ბროკერის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016043.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“, №35, 25.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4664380/