„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №64 |
|
2024 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი |
1. წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.“.
2. წესის მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ მუხლი:
„მუხლი 21. სადაზღვევო ბროკერისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური)/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (ასევე მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
დ) სიცოცხლის დაზღვევით (საინვესტიციო ხასიათის) მოსარგებლის/სავარაუდო მოსარგებლეთა წრის (მათ შორის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ე) მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ზ) გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) სადაზღვევო ბროკერის ადგილზე შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ლ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ლ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ლ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ნ) სადაზღვევო ბროკერის ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტების სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ო) სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
პ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ჟ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არქონის, შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
რ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“.
|