მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 18.03.2015
გამომცემი ორგანო რიგითი N
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| რიგითი N | სალიცენზიო მოწმობის სახეობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№03
2015 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N102–ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ
1.
დამტკიცდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
დანართი №1
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება, აღრიცხვა–ანგარიშგება და მათი გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
1. სამსახურის მიერ გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმას განეკუთვნება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი ლიცენზიების სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით უზრუნველყოფა
1. სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში – დანართი N2 (შემდგომში „რეგისტრაციის ჟურნალი“) აღრიცხავს და გასცემს სამსახურის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. მკაცრი აღიცხვის ფორმა მისი გაცემის დღიდან არაუგვიანეს მეორე დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს რეგისტრაციის ჟურნალში.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
5. მკაცრი აღიცხვის ფორმების შენახვისათვის გამოყოფილი ადგილი დაცული უნდა იქნეს არაუფლებამოსილ პირთათვის ხელმისაწვდომობისაგან.
მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
1. რეგისტრაციის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ამასთან, ჟურნალის გარეკანის შიდა გვერდზე იწერება ჟურნალის გვერდების ჯამური რაოდენობა და მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.
2. რეგისტრაციის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.
3. რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
4. დასაშვებია რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისი ელექტრონული ვერსიის წარმოება.
5. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი რეგისტრაციის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს მის გაგრძელებას.
6. რეგისტრაციის ჟურნალი და მასში არსებული მონაცემები არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინომრება შემდეგი პრინციპით:
ა) სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი – L და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.;
ბ) დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი NL და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.;
გ) გადაზღვევის სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი RE და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.;
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველი:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომა;
ბ) ფიზიკური დაზიანება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრის აღრიცხვის ფორმის შესახებ ჩამოწერის აქტის – დანართი №3 (შემდგომში „ჩამოწერის აქტი“) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი მიეთითება ჩამოწერის აქტში.
3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად.
მუხლი 7🔗. სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამსახური 3 (სამი) დღის ვადაში გასცემს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატს და ახორციელებს მის რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში.
2. დუბლიკატის გაცემის შემთხვევაში, რეგისტრაციის ჟურნალში მიეთითება შესაბამისი აღნიშვნა – „დუბლიკატი“.
3. სამსახურის მიერ გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით “დუბლიკატი” და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს.
4. მკაცრი აღრცხვის ფორმის დუბლიკატის მისაღებად უფლეაბამოსილმა პირმა, სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის მიღების საფუძვლის მითითებით.
ბ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
5. სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
რიგითი N
სალიცენზიო მოწმობის დასახელება
დედანი/
დუბლიკატი
სალიცენზიო მოწმობის ნომერი
სალიცენზიო მოწმობის სტამბური ნომერი
გაცემის თარიღი
ორგანი
ზაციის დასახელება, ვისზეც გაიცა
სალიცენზიო მოწმობის გამცემი პირი
სალიცენზიო მოწმობის მიმღები პირი
შენი
შვნა
დანართი №3
ჩამოწერის აქტი №
ქ. თბილისი 20--წ. ”-----------” ------------”
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის
ფორმის შესახებ
რიგითი N
სალიცენზიო მოწმობის სახეობა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი
რაოდენობა
ჩამოწერის საფუძველი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის სისწორეს.ხელმოწერით ვადასტურებთ
სალიცენზიო მოწმობის ფორმების გამოყენება,
აღრიცხვა-ანგარიშგება და გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი: