მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №03 |
|
2015 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
ვბრძანებ
|
დანართი №1
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება, აღრიცხვა–ანგარიშგება და მათი გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები 1. სამსახურის მიერ გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმას განეკუთვნება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი ლიცენზიების სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით უზრუნველყოფა 1. სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში – დანართი N2 (შემდგომში „რეგისტრაციის ჟურნალი“) აღრიცხავს და გასცემს სამსახურის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. მკაცრი აღიცხვის ფორმა მისი გაცემის დღიდან არაუგვიანეს მეორე დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს რეგისტრაციის ჟურნალში. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 5. მკაცრი აღიცხვის ფორმების შენახვისათვის გამოყოფილი ადგილი დაცული უნდა იქნეს არაუფლებამოსილ პირთათვის ხელმისაწვდომობისაგან.
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი 1. რეგისტრაციის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ამასთან, ჟურნალის გარეკანის შიდა გვერდზე იწერება ჟურნალის გვერდების ჯამური რაოდენობა და მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით. 2. რეგისტრაციის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით. 3. რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 4. დასაშვებია რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისი ელექტრონული ვერსიის წარმოება. 5. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი რეგისტრაციის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს მის გაგრძელებას. 6. რეგისტრაციის ჟურნალი და მასში არსებული მონაცემები არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინომრება შემდეგი პრინციპით: ა) სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი – L და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.; ბ) დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი NL და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.; გ) გადაზღვევის სალიცენზიო მოწმობას ენიჭება კოდი RE და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით, სამნიშნა ნუმერაციით – 001, 002 და ა.შ.;
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღიცხვის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის საფუძველი: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომა; ბ) ფიზიკური დაზიანება; გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერა ხორციელდება გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრის აღრიცხვის ფორმის შესახებ ჩამოწერის აქტის – დანართი №3 (შემდგომში „ჩამოწერის აქტი“) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი მიეთითება ჩამოწერის აქტში. 3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად.
მუხლი 7. სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამსახური 3 (სამი) დღის ვადაში გასცემს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატს და ახორციელებს მის რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში. 2. დუბლიკატის გაცემის შემთხვევაში, რეგისტრაციის ჟურნალში მიეთითება შესაბამისი აღნიშვნა – „დუბლიკატი“. 3. სამსახურის მიერ გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით “დუბლიკატი” და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს. 4. მკაცრი აღრცხვის ფორმის დუბლიკატის მისაღებად უფლეაბამოსილმა პირმა, სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის მიღების საფუძვლის მითითებით. ბ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 5. სალიცენზიო მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
დანართი №3
ჩამოწერის აქტი №
ქ. თბილისი 20--წ. ”-----------” ------------”
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის სისწორეს.ხელმოწერით ვადასტურებთ
სალიცენზიო მოწმობის ფორმების გამოყენება, აღრიცხვა-ანგარიშგება და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:
|