საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/47
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
matsne.gov.ge 1,067 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 07.03.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 30.05.2025 სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 11.05.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 27.09.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლი „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 19.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/47 2015 წლის 19 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის  2003 წლის 15 აპრილის N3/88 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი” (შემდგომში ანსამბლი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის N79 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის”უფლებამონაცვლეს. 2. ანსამბლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. ანსამბლის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”. 4. ანსამბლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, რუსთაველის ქუჩა №16. მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ანსამბლის მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაცია. 2. ანსამბლის ფუნქციებს  და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის /ფოლკლორის/ შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება; ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 3. ანსამბლს უფლება აქვს: ა) წარმართოს შემოქმედებითი, სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდგება საქართველოს კანონმდებლობას. ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად; გ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვროს ანსამბლის საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი; ე) შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით; ვ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ზ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი)  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად.  მუხლი 3🔗. ანსამბლის მართვა და სტრუქტურა 1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 3. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს ანსამბლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის  კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს ანსამბლის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ანსამბლის თანამშრომლებს; უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი; ე) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ანსამბლის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; თ) თავისი კომპეტენციის ფარლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურეობრივ ინსტრუქციებს; კ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ლ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; მ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. მუხლი 4🔗. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი 1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს  მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; 2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ანსამბლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 5🔗. ანსამბლის ქონება 1. ანსამბლს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ანსამბლის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. ანსამბლს  მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ)  თავდებობა; დ) ანსამბლის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 6🔗. ანსამბლის დაფინანსების წყაროები 1. ანსამბლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) გრანტები და შემოწირულობანი; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) ანსამბლის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი  ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ანსამბლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ანსამბლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. ანსამბლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. ანსამბლი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი  ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ანსამბლის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ანსამბლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 9🔗. ანსამბლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ანსამბლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.