სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/10 |
|
2022 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
|
1. სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ (შემდეგში – ანსამბლი), რომელიც 44 წლის ისტორიას ითვლის, სამართლებრივად დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონისა და „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №227 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვეს“ ბაზაზე.
2. ანსამბლი წარმოადგენს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ უფლებამონაცვლეს, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულთან – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესთან“ დაკავშირებულ საკითხებში.
3. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები.
4. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №103.
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია ბავშვებსა და ახალგაზრდებში და სრულწლოვანთა ფოლკლორული ანსამბლებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის ახალი თაობების მომზადება.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია:
ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის და ზოგადად ფოლკლორის შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის და შესრულება;
ბ) ანსამბლში გაწევრიანებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სწავლების უზრუნველყოფა (დირიჟორობა, ელემენტარული თეორია – სოლფეჯიო, ფორტეპიანო, ქართული ხალხური შემოქმედება, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობა, მუსიკის ისტორია, ქართული ხალხური საკრავები, ქართული ცეკვა, თეატრალური მიმართულება და სხვ.), რომელიც საჭიროა ქართულ ფოლკლორულ ანსამბლსა თუ სხვა სახელოვნებო ორგანიზაციაში სრულფასოვანი წევრობისათვის/საქმიანობისათვის;
გ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) ქართული ხელოვნების, მათ შორის, ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია.
3. წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი მიზნის მისაღწევად, ანსამბლს უფლება აქვს:
ა) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და შესაბამისი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ;
დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის წევრთა პროფესიულ განვითარებას, ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ვ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპის განუხრელად დაცვით, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და დაადგინოს მათი ღირებულება;
ზ) შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ანსამბლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ანსამბლის დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას ანსამბლის თანამშრომელთა პროფესიული და სოციალური უფლებები;
ე) წელიწადში ერთხელ, უზრუნველყოს ანსამბლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმება.
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. ანსამბლის დირექტორს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდეგში – სამინისტრო) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) პასუხისმგებელია ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს;
ვ) საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
თ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ი) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;
კ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება ანსამბლის დირექტორზე, რაც მას არ ათავისუფლებს ანსამბლის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან.
6. ანსამბლის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
გ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს სამინისტროს.
1. ანსამბლის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამსახური);
ბ) შემოქმედებითი სამსახური.
2. ანსამბლის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
3. ანსამბლის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1. ანსამბლის ქონება შედგება:
ა) „სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №227 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანსამბლისთვის გადაცემული, სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებისგან;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სხვა შესაბამისი ქონებისგან.
2. ანსამბლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ანსამბლს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ანსამბლს უფლება აქვს, პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალი, რომლებიც მთლიანად ხმარდება ანსამბლს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ.
4. ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. ანსამბლს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ანსამბლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიოჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით;
ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
1. ანსამბლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
3. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
ანსამბლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.