„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზა¬ციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა¬თა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი¬ლი¬სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №584
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“(ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „დევილაქსის“წინადადება და შპს „დევილაქსს“პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/19/39/17/004; შენობა – 2629 კვ.მ; მიწის ფართობი – 6372 კვ.მ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/17/13/42/9; შენობა – 1300 კვ.მ; მიწის ფართობი – 1339 კვ. მ) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“(ცოტნე დადიანის ქუჩა №134; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/12/12/20/04; მიწის ფართობი – 16994 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) არსებული უძრავი ქონება 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარად.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ვარკეთილის III მას. II მ/რ-სა და ბოჭორმის ქ. №14-ში, ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;
ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის ქ. №134-ში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;
გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტში მოცემული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;
ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;
ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;
ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „დევილაქისათვის” ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი