„საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№337
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ენერგოსისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს არა უმეტეს 125 000 000 (ას ოცდახუთი მილიონი) ლარისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად სათანადო სასესხო ხელშეკრულებები გაუფორმოს სს „ენერჯი-ინვესტს“ (არა უმეტეს 3,3 მილიონი ლარისა), შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ (არა უმეტეს 32 მილიონი ლარისა), სს „იტერა-საქართველოს“ (არა უმეტეს 14,6 მილიონი ლარისა), შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (არა უმეტეს 58,6 მილიონი ლარისა) და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ (არა უმეტეს 16,5 მილიონი ლარისა) მათ მიერ შესყიდული და ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის შედეგად საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის დროებითი კომპენსირების მიზნით. სესხი გაიცეს 2007 წლის 1 იანვრიდან სემეკის მიერ ტარიფის დადგენამდე პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა.ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე ელექტროენერგიის საწარმოებლად შესყიდული და მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის;
ა.ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე იმ საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებული და მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის დაბალი წნევის გაზსადენიდან არა უმეტეს 0,05 ატმოსფერული წნევით;
ა.გ) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე იმ საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებული და მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის 0,05-ზე მაღალი ატმოსფერული წნევით;
ბ) სასესხო რესურსის გაცემის დრო და მოცულობა განსაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი აირის მოხმარების ბალანსების შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (ელექტროენერგიის მწარმოებლები; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს დაბალი წნევით; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს საშუალო და მაღალი წნევით), ხოლო დაფარვის პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ობიექტური გარემოებები:
ბ.ა) სესხის მიმღების მიერ ბუნებრივი აირის მოხმარების ოდენობა და, შესაბამისად, გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რასაც კანონმდებლობით ენერგობალანსებში ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
ბ.ბ) სესხის მიმღებისათვის სესხის ვადებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება და მოცულობა;
ბ.გ) სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთ წყაროს სესხის ვადებში წარმოადგენს სესხის მიმღებისათვის დამტკიცებულ ტარიფში (ადგენს სემეკი) გაზის კომპონენტის გაანგარიშებისას მიღებული ბუნებრივი აირის ფასი და მისთვის სესხის ვადებში მიწოდებული და სესხის მიმღების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებებს შორის დადებითი ფასთა სხვაობა;
გ) თუ ზემოაღნიშნული პირობებიდან ნებისმიერი ერთის, ან მათი ნებისმიერი კომბინაციის შეუსრულებლობა შეუძლებელს ხდის ან ართულებს სესხის გასტუმრებას და/ან მის გასტუმრებას სრულად და დათქმულ ვადებში, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის დაუბრუნებლობას დათქმულ ვადებში არ მიიჩნევს სასესხო ხელშეკრულების დარღვევად სესხის მიმღების მხრიდან, თუ იგი აღნიშნულის შესახებ 10 კალენდარული დღით ადრე აცნობებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. ამგვარი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა კისრულობს ვალდებულებას გადა-ხედოს სესხის ვადებს და სესხის მიმღებთან შეთანხმებით იმგვარად შეცვალოს სესხის დაფარვის ვადები, რომ არ გაუარესდეს სესხის მიმღების პირობები. ასეთი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა შეიკავებს თავს რაიმე მოქმედებისაგან სესხის მიმღების საწინააღმდეგოდ, გამომდინარე ხელშეკრულების პირობებიდან;
დ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ სესხით მოსარგებლე საწარმოებთან გაფორმებული სესხის დაბრუნების გრაფიკების გაუქმება;
ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სესხის მიმღებ საწარმოებთან შეთანხმებით 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს წინადადებები მათთვის გაცემული სესხის დაფარვის ვადებთან და გრაფიკებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკების გაფორმება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი