„საქართველოს ენერგეტიკული სისტემის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№172
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 05/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №172

2007 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემის და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ენერგოსისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს არა უმეტეს 125 000 000 (ას ოცდახუთი მილიონი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან (ნ. გილაური) ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები სს „ენერჯი-ინვესტს“ (არა უმეტეს 3,3 მილიონი ლარი), შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ (არა უმეტეს 32 მილიონი ლარი), სს „იტერა-საქართველოს“ (არა უმეტეს 22,7 მილიონი ლარი), შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (არა უმეტეს 51,5 მილიონი ლარი) და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ (არა უმეტეს 15,5 მილიონი ლარი) მათ მიერ შესყიდული და საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის გაზრდილი საფასურის შედეგად საქართველოში ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდის დროებითი კომპენსირების მიზნით. 2007 წლის 1 იანვრიდან სემეკის მიერ ტარიფების ცვლილებამდე სესხი გაიცეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა.ა) ელექტროენერგიის წარმოების მიზნით შესყიდულ და მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე – 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე;

ა.ბ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის დაბალი წნევის გაზსადენიდან არა უმეტეს 0,05 ატმოსფერული წნევით – 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე;

ა.გ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ გამანაწილებელი ქსელის 0,05-ზე მაღალი ატმოსფერული წნევით – 2007 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე;

ბ) სასესხო რესურსის გაცემის დრო და მოცულობა განსაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი გაზის მოხმარების ბალანსების შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (ელექტროენერგიის მწარმოებლები; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს დაბალი წნევით; აბონენტთა ის კატეგორია, რომელიც გამანაწილებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს საშუალო და მაღალი წნევით), ხოლო დაფარვის პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ობიექტური გარემოებები:

ბ.ა) „სესხის მიმღების“მიერ ბუნებრივი აირის მოხმარების ოდენობა და, შესაბამისად, გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რასაც კანონმდებლობით ენერგობალანსებში ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ბ.ბ) „სესხის მიმღებისათვის“სესხის ვადებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება და მისი მოცულობა;

ბ.გ) სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთ წყაროს სესხის ვადებში წარმოადგენს „სესხის მიმღებისათვის“დამტკიცებულ ტარიფში (ადგენს სემეკი) გაზის კომპონენტის გაანგარიშებისას მიღებული ბუნებრივი გაზის ფასი და მისთვის სესხის ვადებში მიწოდებული და „სესხის მიმღების“მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებებს შორის დადებითი ფასთა სხვაობა;

გ) თუ ზემოაღნიშნული პირობებიდან ნებისმიერი ერთის, ან მათი ნებისმიერი კომბინაციის შეუსრულებლობა ართულებს ან შეუძლებელს ხდის სესხის გასტუმრებას ან/და მის გასტუმრებას სრულად და დათქმულ ვადებში, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის დაუბრუნებლობას სესხის ვადებში არ მიიჩნევს სასესხო ხელშეკრულების დარღვევად „სესხის მიმღების“მხრიდან, თუ მიმღები აღნიშნულის შესახებ 10 კალენდარული დღით ადრე აცნობებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. ამგვარი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა კისრულობს ვალდებულებას გადახედოს სესხის ვადებს და „სესხის მიმღებთან“შეთანხმებით მოახდინოს სესხის დაფარვის ვადების ცვლილება იმგვარად, რომ არ მოხდეს „სესხის მიმღების“პირობების გაუარესება. ასეთი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს „სესხის მიმღების“ საწინააღმდეგო რაიმე მოქმედებისაგან, გამომდინარე ხელშეკრულების პირობებიდან;

დ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი