„საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №11
2007 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. საქართველოს ენერგოსისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს არა უმეტეს 125 000 000 (ას ოცდახუთი მილიონი) ლარისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სს ,,ენერჯიინვესტს” (არა უმეტეს 18 მილიონი ლარისა), შპს ,,მტკვარი ენერგეტიკას” (არა უმეტეს 32 მილიონი ლარისა), სს ,,იტერასაქართველოს” (არა უმეტეს 25 მილიონი ლარისა), შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს” (არა უმეტეს 44,7 მილიონი ლარისა) და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას” (არა უმეტეს 5,3 მილიონი ლარისა) სათანადო სასესხო ხელშეკრულებები მათ მიერ შესყიდული და საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის გაზრდილი საფასურის შედეგად საქართველოში ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდის დროებითი კომპენსირებისათვის. 2007 წლის 1 იანვრიდან სემეკის მიერ ტარიფების ცვლილებამდე სესხის გაცემა განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა.ა) ელექტროენერგიის წარმოების მიზნით შესყიდულ და მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე – 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის მარტამდე ჩათვლით არა უმეტეს;
ა.ბ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს იღებენ გამანაწილებელი ქსელის დაბალი წნევის გაზსადენიდან არა უმეტეს 0,05 ატმოსფერული წნევით, – 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის მარტამდე ჩათვლით;
ა.გ) საცალო მომხმარებლებისათვის მიწოდებულ და მოხმარებულ ბუნებრივ აირზე, რომლებიც ბუნებრივ აირს იღებენ გამანაწილებელი ქსელის 0,05-ზე მაღალი ატმოსფერული წნევით, – 2007 წლის პირველი იანვრიდან 2007 წლის 1 თებერვლამდე;
ბ) სასესხო რესურსის გაცემის დრო და მოცულობა განსაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული საწარმოების მიერ წარდგენილი ბუნებრივი გაზის მოხმარების ბალანსების შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (ელექტროენერგიის მწარმოებლები; იმ აბონენტების კატეგორია, რომლებსაც ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს აწვდიან დაბალი წნევის გაზსადენიდან, და იმ აბონენტების კატეგორია, რომლებსაც ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს აწვდიან საშუალო და მაღალი წნევის გაზსადენიდან), ხოლო დაფარვის პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს შემდგომი ობიექტური გარემოებები:
ბ.ა) ,,სესხის მიმღების” მიერ ბუნებრივი აირის მოხმარების ოდენობა და, შესაბამისად, გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც კანონმდებლობით მტკიცდება ენერგობალანსებში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ;
ბ.ბ) ,,სესხის მიმღებისათვის” სესხის ვადებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება და მისი მოცულობა;
ბ.გ) სესხის ძირითადი თანხის გასტუმრების ერთადერთ წყაროს სესხის ვადებში წარმოადგენს ,,სესხის მიმღებისათვის” დამტკიცებულ ტარიფში (დგინდება სემეკის მიერ) გაზის კომპონენტის გაანგარიშებისას მიღებული ბუნებრივი გაზის ფასი და მისთვის სესხის ვადებში მიწოდებული და ,,სესხის მიმღების” მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებებს შორის დადებითი ფასთა სხვაობა;
გ) თუ ზემოჩამოთვლილი პირობებიდან ნებისმიერი ერთის ან მათი ნებისმიერი კომბინაციის შეუსრულებლობა შეუძლებელს ხდის ან ართულებს სესხის გასტუმრებას და/ან მის გასტუმრებას სრულად და დათქმულ ვადებში, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სესხის დაუბრუნებლობას სესხის ვადებში არ მიიჩნევს სასესხო ხელშეკრულების დარღვევად ,,სესხის მიმღების” მხრიდან, თუ მიმღები აღნიშნულს 10 კალენდარული დღით ადრე აცნობებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. ამგვარი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა კისრულობს ვალდებულებას გადახედოს სესხის ვადებს და ,,სესხის მიმღებთან” შეთანხმებით მოახდინოს სესხის დაფარვის ვადების ცვლილება იმგვარად, რომ არ მოხდეს ,,სესხის მიმღების” პირობების გაუარესება. ასეთი პირობების დადგომისას საქართველოს მთავრობა შეიკავებს თავს რაიმე მოქმედებისაგან ,,სესხის მიმღების” საწინააღმდეგოდ, გამომდინარე ხელშეკრულების პირობებიდან;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი