„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №1
2012 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებ ებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი ს დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებ აში(ვებ გვერდი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1.ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. წესი გამოიყენება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონსოლიდირებული ტენდერის და კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევებში.“.
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ბ.ა) ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება – გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ.გ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ე1) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კანონისა და ამ წესის შესაბამისად სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია;“.
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შ ემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის დადებიდან 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა სააგენტოს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი კვარტალის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.
2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია,დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა სააგენტოს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება მისი სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 10დღისა.
4. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ან ამ ხელშეკრულებაში გამხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების ველში.
6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვა ხდება სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად მისი ხელმოწერისთანავე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.“.
ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
1. 2010 წლის მე-4 კვარტალის ანგარიში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი №4-ის და დანართი №4-ის შევსების ინსტრუქციის შესაბამისად.
2. 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა.
3. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტის ჩათვლით დადებული ხელშეკრულების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (მათ შორის, ცვლილების განხორციელების და შეწყვეტის ამსახველი დოკუმენტის) ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ტენდერის შედეგად, სააგენტოს წარედგინება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილისა.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 მარტიდან.
ტ. ურჯუმელაშვილი