„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 დეკემბრის №1795 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1988
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის სხდომის №32 ოქმის შესაბამისად, შპს „ბლექ სი ინდასტრი“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ გათავისუფლდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ბლექ სი ინდასტრის“ შორის 2007 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე მყიდველისათვის დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან იმ პირობით, რომ:
ა) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში (შემდგომში ‑ „ხელშეკრულება“) ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების (შემდგომში - „ცვლილების ხელშეკრულება“) საფუძველზე, იკისრებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ, „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ საპრივატიზებო პირობებს;
ბ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობე-ბის შესრულების უზრუნველსაყოფად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილი იქნება 210 000 (ორას ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც სულ მცირე 3 თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N1037-1ს 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დადგინდეს „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) გადაცემულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღიდან არანაკლებ 250 000 000 (ორასორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაზიფიცირებისა და „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულების გამოცემის დროისათვის კომპანიებზე რიცხული კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, გარდა სს „საგარეჯოგაზის“ კრედიტორული დავალიანებისა შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიმართ, რომლის დაფარვაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს 2013 წლის ბოლომდე იმ პირობით, რომ სს „საგარეჯოგაზის“ მომხმარებლების (მოსახლეობა) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდი გადაიწევს 2013 წლის ბოლომდე;
ბ) გადაცემულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დღიდან საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) პოტენციური მომხმარებლის (აბონენტის) გაზიფიცირება (გაზსადენის მიყვანა ობიექტამდე გაზიფიცირების არსებული წესით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაერთოს გაზსადენის საერთო ქსელში);
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაზიფიცირება განხორციელდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებულ ტერიტორიულ ერთეულებში სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
დ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ უზრუნველყოს, რომ მისი ან/და შესაბამისი მესამე პირ(ებ)ის მიერ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული გაზიფიცირების მიზნით გაზრდილი საინვესტიციო დანახარჯების ნაწილის - 150 000 000 (ასორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის დაანგარიშებისას გათვალისწინება მოხდეს არაუადრეს 2020 წლიდან;
ე) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება განხორციელდეს უშუალოდ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით; ამასთან, საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობასა და შესაბამისი ინვესტიციის ოდენობაში ჩაითვალოს მესამე პირ(ებ)ის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ცვლილების ხელშეკრულების“ გაფორმების შემდეგ გაზიფიცირებული აბონენტები და აღნიშნულში გაწეული საინვესტიციო დანახარჯები, გარდა იმ დანახარჯებისა და გაზიფიცირებული აბონენტებისა, რომლებიც შესაბამისი მესამე პირ(ებ)ის მიერ „ცვლილების ხელშეკრულების“ გაფორმების შემდეგ განხორციელებული იქნება „ცვლილების ხელშეკრულების“ გაფორმებამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
3. ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზიფიცირებისა და ინვესტიციის გახორციელების საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული „ცვლილების ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 3 (სამი) წელი.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონების მიზნით წარმოადგინოს ამ განკარგულების საფუძველზე მომზადებული წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული „ცვლილების ხელშეკრულების“ პროექტი.
5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი