„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსმეტალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №519 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენის, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსმეტალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის №714 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „რუსთავი ჯგუფის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№848
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №848

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსმეტალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №519 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენის, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსმეტალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის №714 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „რუსთავი ჯგუფის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსმეტალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №519 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

 „საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული „ლუხუნი ჰესი 2“-ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება ამავე მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში.“.

2. შპს „რუსთავი ჯგუფი“ (№416291220, შპს „რუსმეტალის“ უფლებამონაცვლე) ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი შეცვლილი/ახალი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსმეტალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის №714 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული „ლუხუნი ჰესი 2“-ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება ამავე მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში;“.

4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „რუსთავი ჯგუფი“ გათავისუფლდეს მასზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „რუსმეტალს“ შორის 2010 წლის 14 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რუსმეტალს“ შორის 2010 წლის 14 ივლისს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან, ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო და სარგებლობის პირობის შესრულების პირობით.

 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი