საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№521
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №521

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს შპს ,,რუსმეტალის” წინადადება ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

2. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008” – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს ,,რუსმეტალის” მიერ ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის ლუხუნიჰესი – 1-ის, ლუხუნიჰესი – 2-ისა და ლუხუნიჰესი – 3-ის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

 4. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური  

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
„საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ მიღებულია 14.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №521. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუსმეტალს” შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“, №521, 14.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2101609/