საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №391
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს შპს „ზოტი ჰიდროს“წინადადება ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.
2. „განახლებადი ენერგია 2008“_ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის საფუძველზე შპს „ზოტი ჰიდროს” მიერ ზოტიჰესის კასკადის მშენებლობასთან, ოპერირებასა და ფლობასთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.
3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს” შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ მიღებულია 28.05.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №391. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზოტი ჰიდროს“ შორის ზოტიჰესის კასკადის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“, №391, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2101105/