საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1199
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანების“ მიერ, ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტიის (37 500 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე, მომსახურე ბანკის შეცვლის გამო.
3. ამ განკარგულების მეორე პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანების“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 37 500 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“?
- „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“ მიღებულია 11.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1199. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019352.
- სად არის „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე“, №1199, 11.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019352 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2879177/