„საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№875
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №87 5

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2009 წლის 10 თებერვლიდან არანაკლებ 250 000 000 (ორას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაზიფიცირების, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულების გამოცემის დროისათვის კომპანიებზე რიცხული კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, გარდა სს „საგარეჯოგაზის“ კრედიტორული დავალიანებისა შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიმართ, რომლის დაფარვაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს 2013 წლის ბოლომდე იმ პირობით, რომ სს „საგარეჯოგაზის“ მომხმარებლების (მოსახლეობა) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდი გადაიწევს 2013 წლის ბოლომდე;

ბ) 2009 წლის 10 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) პოტენციური მომხმარებლის (აბონენტის) გაზიფიცირება (გაზსადენის მიყვანა ობიექტამდე გაზიფიცირების არსებული წესით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) , ჩაერთოს გაზსადენის საერთო ქსელში);“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება განხორციელდეს უშუალოდ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ან/და მესამე პირების, კერძოდ , სს „საქორგგაზისა“ (ს/კ: 208147637) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ (ს/კ: 203845312) მეშვეობით; ამასთან, საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობასა და შესაბამისი ინვესტიციის ოდენობაში ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2014 წლის 8 დეკემბრის ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სს „საქორგგაზისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ მიერ გაზიფიცირებული აბონენტები და აღნიშნულისათვის გაწეული საინვესტიციო დანახარჯები, გარდა იმ დანახარჯებისა და გაზიფიცირებული აბონენტებისა, რომლებიც აღნიშნული მესამე პირების მიერ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2014 წლის 8 დეკემბრის ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განხორციელებული იქნება მის გაფორმებამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით;“;

გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ანგარიშში ასევე ჩაითვალოს:

ვ.ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 დეკემბრის №2305, 2014 წლის 23 დეკემბრის №2395 და 2014 წლის 26 დეკემბრის №2478, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 და 2015 წლის 23 სექტემბრის №2053 განკარგულებების თანახმად გადახდილი საპრივატიზებო თანხები და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 განკარგულებების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ქსელზე უსასყიდლოდ დაერთებული აბონენტების რაოდენობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საფასურით მისაღები თანხის ოდენობა;

ვ.ბ) 2017 წლიდან განხორციელებული გაზსადენების პრივატიზაციისას გადახდილი საპრივატიზებო საფასური და/ან შესაბამისი საპრივატიზებო ხელშეკრულების საფუძველზე, ქსელზე უსასყიდლოდ დაერთებული აბონენტების რაოდენობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საფასურით მისაღები თანხის ოდენობა;

ვ.გ) არსებული გაზსადენების რემონტი ან/და გაზსადენების შეძენა, რაც საშუალებას უნდა აძლევდეს ბუნებრივი აირის პოტენციურ აბონენტს , ჩაერთოს გაზსადენის ქსელში ან/და დადგენილი წესით მიიღოს ბუნებრივი აირი.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბონენტების ანგარიშში არ ჩაითვლება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 დეკემბრის №2305, 2014 წლის 23 დეკემბრის №2395 და 2014 წლის 26 დეკემბრის №2478, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №1633 და 2015 წლის 23 სექტემბრის №2053 განკარგულებების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ქსელზე მიერთებული/მისაერთებელი პოტენციური აბონენტების რაოდენობა.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ 202403121) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი