„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №988
2016 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“.
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისათვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ („პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01); „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03)) – არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ („სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02)) – არაუმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა („სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03)) – არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;
ბ) სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;
გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან;
დ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან.“.
3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია/მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს. თუ აღნიშნული პირობების შესაბამისობის დადასტურება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ლაბორატორიულ კვლევებს ან/და უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №988. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021489.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №988, 02.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021489 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3304340/