„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ვახტანგ გორგასლის ქ. №75ა-ში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№587
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №587

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ვახტანგ გორგასლის ქ. №75ა-ში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის თაობაზე

„სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადა­დებებიდან შერჩეულ იქნეს სს „პრაიმ ფიტნესის“წინადადება, რომ სს „პრაიმ ფიტნესს“პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ვახტანგ გორგასლის ქ. №75ა-ში (მიწის ფართობის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/18/06/19/043) (მიწის ფართობის 14196 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) არსებული უძრავი ქონება 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ვახტანგ გორგასლის ქ. №75ა-ში მდებარე საინვესტიციო ობიექტი ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვეს­ტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავ­ლობაში;

ბ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და №1 დანართით გათვა­ლისწინებული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმია­ნობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

გ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადა­ცილებულ დღეზე დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი ჯარიმა;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამო­ერთმევა საბანკო გარანტიით წარდგენილი თანხა;

ე) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებ­ლად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღე­მატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდო­ბის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განი­საზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

ზ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღა­რიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

თ) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდე­ბულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორ­ციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

ი) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვ­ნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგა­რიში.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადა­წყვეტილება სს „პრაიმ ფიტნესისათვის“ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორ­ტის სახეობათა ფილიალ „კრწანისის“ვახტანგ გორგასლის ქ. №75ა-ში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი