„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ისნის“ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №37
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ისნის“(ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“(ცოტნე დადიანის №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის №27.15.870 დადგენილების გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის №134) და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „დევილაქის“წინადადება და შპს „დევილაქს“ 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ისანი“, მდებარე ბოჭორმის ქუჩა №14-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/17/13/42/9) (შენობა – 1300 კვ.მ., მიწა – 1339 კვ.მ), სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „მართვე“, მდებარე ცოტნე დადიანის №134-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/12/12/20/04) (მიწა – 16994 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/18/5/8/021) (მიწა – 6474 კვ.მ) არსებული უძრავი ქონება.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ბოჭორმის ქუჩა №14-სა და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;
ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის №134-ში ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №7 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;
გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეში;
დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 აშშ დოლარის ოდენობით;
ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;
ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან ერთი თვე;
თ) ინვესტორი ვალდებულია №2 დანართის შესაბამისად შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;
ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „დევილაქისათვის“ბოჭორმის ქ. №14-ში მდებარე ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“, ცოტნე დადიანის №134-ში მდებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ უძრავი ქონებისა და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე