„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ჩუბინიშვილის ქ. №38-ში, კონსტიტუციის ქ. №6/ჩუბინაშვილის ქ. №52-ში, ლილოში №107-ე საჯარო სკოლისა და ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№586
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №586

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ჩუბინიშვილის ქ. №38-ში, კონსტიტუციის ქ. №6/ჩუბინაშვილის ქ. №52-ში, ლილოში №107-ე საჯარო სკოლისა და ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართ­ველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლო­ბის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული  წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“წინადადება და გადაეცეს მას პირდაპირი მიყიდვის ფორმით ჩუბინიშვილის ქ. №38-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/16/01/14/020) (შენობები №1 და №2, საერთო სასარგებლო ფართობი – 617 კვ. მ; მიწის ფართობი – 946 კვ. მ), კონსტიტუციის ქ. №6/ჩუბინაშვილის ქ. №52-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/16/01/09/001) (მიწის ფართობი – 15913 კვ. მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), ლილოში №107-ე საჯარო სკოლისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/19/27/08/008) (მიწის ფართობი – 7345 კვ. მ) და ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/11/03/13/032) (მიწის ფართობი – 6724 კვ. მ) არსებული უძრავი ქონება 2100000 (ორი მილიონ ასი ათასი) აშშ დოლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადა­ცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადაცემული ქონება, მდებარე ჩუბი­ნიშვილის ქ. №38-სა და კონსტიტუციის ქ. №6/ჩუბინაშვილის ქ. №52-ში, ხდება ინვესტორის საკუთრება და მას  უფლება აქვს გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) ავჭალის რკინიგზის სადგურისა და ლილოში №107-ე სა­ჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (საი­ნვესტიციო ობიექტები) ინვესტორს გადაეცემა საკუთრებაში, ამასთან, იგი ვალდებულია ორივე ობიექტზე ააშენოს მრავალ­პროფილიანი სპორტული ცენტრები №1 დანართის მიხედვით და 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს სპორტული პროფილი;

გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტში მოცემული სა­ინ­ვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორ­ციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადაში;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვა­დე­ბის დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 800 (რვაასი) აშშ დოლარის ოდენობით;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში  ხელშეკ­რულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებ­ლად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, სა­პრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული სა­ბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვეს­ტი­ციის მოცულობის 5 პროცენტს;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდო­ბის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განი­საზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს  სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლე­ობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლი­ური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი №2 დანართის შესაბამისად;

ი) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმე­ბამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელე­ბელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

კ) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ქ. თბილისის მერიას ანგარიში გაფორ­მებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ-ლების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადა­წყვეტილება შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფისათვის“ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის გ. კარტოზიას სახ. სპორტის სახეობათა ფილიალის (ჩუბინიშვილის ქ. №38), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომ­პლექსური) მთავარი ცენტრის ვ. სანეევის სახ. მძლეოსნობის სპორტის სახეობათა ფილიალის (კონსტიტუციის ქ. №6/ჩუბინი­შვილის ქ. №52), ლილოში №107-ე საჯარო სკოლისა და ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი