„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისში, შატილის ქ. №4-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №588
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისში, შატილის ქ. №4-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის თაობაზე
„სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
1. ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „დუჩის“წინადადება, რომ შპს „დუჩის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისში, შატილის ქ. №4-ში (მიწის ფართობის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/12/03/05/008) (მიწის ფართობი – 45870 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) მდებარე უძრავი ქონება 100 000 (ასი ათასი) ლარად.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შატილის ქ. №4-ში მდებარე საინვესტიციო ობიექტი ინვესტორს გადაეცემა საკუთრებაში; ამასთან, ინვესტორი ვალდებულია ობიექტზე ააშენოს მრავალპროფილიანი სპორტული ცენტრი №1 დანართის შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს სპორტული პროფილი და დანარჩენი ტერიტორია გამოიყენოს სურვილისამებრ;
ბ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და №1 დანართით გათვალისწინებული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადაში;
გ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი ჯარიმა;
დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარდგენილი თანხა;
ე) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
ზ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;
თ) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
ი) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „დუჩისათვის“შატილის ქ. №4-ში მდებარე ქ. თბილისის მერიის მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ნაძალადევის“უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი