„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „დიღმის“ (დიღმის მასივის III კვ.), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეცია¬ლიზებულ ცენტრ „ავაზასა“ (დიღმის მასივის III კვ.) და სოფელ დიღომში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№589
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №589

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა­ტიზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „დიღმის“ (დიღმის მასივის III კვ.), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეცია­ლიზებულ ცენტრ „ავაზასა“ (დიღმის მასივის III კვ.) და სოფელ დიღომში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფ­ლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ველა­ჯიოს“წინადადება და შპს „ველაჯიოს“ პირდაპირი მიყიდ­ვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახე­ობათა ფილიალი „დიღომი“ (დიღმის მასივის III კვ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/13/03/41/10; მიწის ფართობი – 8440 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), ქ. თბი­ლისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომ­პლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეცია­ლიზებული ცენტრი „ავაზა“ (დიღმის მასივის III კვ.; მიწის (უძ­რა­ვი ქონების) საკადასტრო კოდი №01/13/3/38/004; მიწის ფართობი – 13039 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) და სოფელ დიღომში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72/14/20/203) არსებულ ტერიტორიაზე (მიწის ფართობი – 3440 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება 5 000 (ხუთი ათასი) ლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადაცემული ქონება, მდებარე დიღ­მის მასივის III კვ-ში (ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახე­ობათა ფილიალი „დიღომი“), ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე დიღმის მასივის III კვ-ში (ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეცია­ლი­ზებული ცენტრი „ავაზა“), ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად და გან­საზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;

გ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე სოფელ დიღომში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრებაში, ამასთან, ინვესტორი ვალ­დებულია ობიექტზე ააშენოს მრავალპროფილიანი სპორტული ცენტრი №1 დანართის შესაბამისად და შეუნარჩუნოს სპორ­ტული პროფილი 10 (ათი) წლის განმავლობაში;

დ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ბ“და „გ“ქვეპუნქტებში მო­ცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანო­ბა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთ­ხმეტი) თვის ვადაში;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;

ვ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელ­შეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ზ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ­ლების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღე­მატება საპ­რი­ვატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარა­ნტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მო­ცუ­ლობის 5%;

თ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყი­დობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განი­საზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

ი) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შე­სა­ბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის გან­მავ­ლობაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბო­ნემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

კ) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდე­ბულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორ­ციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

ლ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთ­ხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებუ­ლებათა შეს­რუ­ლების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადა­წყვეტილება შპს „ველაჯიოსათვის“ქ. თბილისის მერიის ოლიმ­პიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „დიღმის“ (დიღმის მასივის III კვ.), ქ. თბი­ლისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეცია­ლიზებულ ცენტრ „ავაზასა“ (დიღმის მასივის III კვ.) და სოფელ დიღომში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                       ზ. ნოღაიდელი