„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატი¬ზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისში, დიღმის მასივის IV კვარტალის №14-15 კორპუსების მოპირდაპირე მხარეს და ბოგდან ხმელ¬ნიცკის ქ. №181-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№585
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №585

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატი­ზაციო პროგრამის“ფარგლებში ქ. თბილისში, დიღმის მასივის IV კვარტალის №14-15 კორპუსების მოპირდაპირე მხარეს და ბოგდან ხმელ­ნიცკის ქ. №181-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმ­მარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „სას­კოს“წინადადება და შპს „სასკოს“პირდაპირი მიყიდვის ფორ­მით გადაეცეს დიღმის მასივის IV კვარტალის №14-15 კორპუ­სების მოპირდაპირე მხარეს (მიწის (უძრავი ქონების) საკა­დასტრო კოდი №01/13/03/10/064; მიწის ფართობი – 3222 კვ.მ) და ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/19/35/07/008; შენობა-ნაგებობა №1 და №2 საერთო ფართობით 1840 კვ.მ; მიწის ფართობი – 4514 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება 50 000 (ორმოც­დაათი ათასი) ლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე დიღმის მასივის IV კვარტალის №14-15 კორპუსების მოპირდაპირე მხარეს, ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181-ში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილი­ტაცია №1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული  სპორტუ­ლი პროფილი შეუნარჩუნოს 10 წლის განმავლობაში;

გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ბ“ქვეპუნქტში მოცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნუ­ლი სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განა­ხორ­ციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში  ხელ­შეკ­რულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულე­ბის უზრუნველსაყოფად წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპ­რივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გა­რანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყი­დობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღა­რიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის გან­მავლობაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდე­ბულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთ­ხოვნისთანავე, ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეს­რულების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვე­ტილება შპს „სასკოსათვის“ქ. თბილისში, დიღმის მასივის IV კვარტალის №14-15 კორპუსების მოპირდაპირე მხა­რეს  მდებარე ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომ­პლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „დიღმისა“და ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181-ში მდებარე ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორ­ტის სახეობათა ფილიალ „ავიამშენის“უძრავი ქონების პირდა­პირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი