„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №583

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართვე­ლი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“წინადადება და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს მას აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/13/06/03/014) (შენობა – 9 458 კვ. მ, მიწის ფართობი – 6 099 კვ. მ) არსებული უძრავი ქონება 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გა­და­ცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში მდებარე საინვესტიციო ობიექტი ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით,  იგი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბი­ლიტაცია №1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორ­ტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;

ბ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტში მოცემული საინ­ვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორცი­ელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

გ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში  ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ე) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულე­ბის უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული ს ა ბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვეს­ტიციის მოცულობის 5 პროცენტს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღ­ვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

ზ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მო­სახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლი­ური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი №2 დანართის მიხედვით;

თ) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

ი) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ქ. თბილისის მერიას ანგარიში გა­ფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ-ლების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადა­წყვეტილება საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოსათვის“ქ. თბილისის მერიის მძლეოსნობის მანეჟის – აკ. წერეთლის გამზ. №95ა-ში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი